„სელფი მობაილი“ „ბიზნესის კეთილსინდისიერება და კოლექტიური ძალისხმევა კორუფციასთან ბრძოლის წინააღმდეგ“ პლატფორმის თანათავმჯდომარეა

„სელფი მობაილი“, ქართული მობილური ოპერატორი, რომელიც საქართველოს მასშტაბით 1.3 მლნ. აბონენტს ემსახურება, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ინიციატივის, ადგილობრივი სამოქმედო პლატფორმის „ბიზნესის კეთილსინდისიერება და კოლექტიური ძალისხმევა კორუფციასთან ბრძოლის წინააღმდეგ“ თანათავმჯდომარე გახდა. ინფორმაციას „სელფი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, პლატფორმის მეშვეობით, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის წევრ კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ საფუძვლიანი ცოდნა კეთილსინდისიერი ბიზნეს პრაქტიკისა და ანტიკორუფციული მექანიზმების დანერგვის თაობაზე.

„პლატფორმის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები და შეხვედრები ადგილობრივ კომპანიებს ბიზნეს ოპერაციების საერთაშორისო და ადგილობრივ რეგულაციებთან შესაბამისობაში მოყვანაში დაეხმარება.

„სელფი მობაილი“ პლატფორმაზე წარმოდგენილია მისი ეთიკისა და კომპლაენსის სამსახურის ხელმძღვანელის, ია მამეიშვილის მიერ. აღნიშნული თანამშრომლობა ერთი წლითაა განსაზღვრული“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება