შესაძლებლობები ღიაა, რომ განვითარების გზაზე არ გაჩერდე - „საქართველოს ბანკი“ ქმნის დასაქმების შესაძლებლობებს ახალგაზრდებისთვის

„საქართველოს ბანკის“ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) მიმართულება მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ადამიანებს, გამოავლინონ და სრულად აითვისონ საკუთარი პოტენციალი.

ამისათვის, ბანკის CSR პორტფოლიო ათეულობით პროექტს მოიცავს, რომელთა მიზანი ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, დასაქმების შესაძლებლობების შექმნა და ბიზნესის განვითარების ხელშეწყობაა.

საქართველოს ბანკის მიერ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული ინიციატივების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე csr.bog.ge

საქართველოს ბანკი ქმნის დასაქმების შესაძლებლობებს ახალგაზრდებისთვის:

საქართველოს ბანკის სტუდენტური დასაქმების პროგრამა ლიდერატორი

სტუდენტებისთვის შექმნილი დასაქმების პროგრამა ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, სწავლის პარალელურად, მუშაობა საქართველოს ბანკში დაიწყონ, აირჩიონ სასურველი პროგრამა, იმუშაონ სფეროს სპეციალისტებთან ერთად და დააგროვონ როგორც თეორიული ცოდნა, ასევე პრაქტიკული გამოცდილება.

ამასთან, ლიდერატორი როტაციის პრინციპს ეფუძნება. რაც ნიშნავს იმას, რომ შერჩეული ახალგაზრდები, 8 თვის განმავლობაში, საკუთარ შესაძლებლობებს ბანკის სხვადასხვა დეპარტამენტში გამოცდიან.

2017 წლიდან ლიდერატორში მონაწილეობა უკვე 445-მა სტუდენტმა მიიღო, მათმა 79%-მა კი პროგრამის დასრულების შემდეგ კარიერა საქართველოს ბანკში განაგრძო.

საქართველოს ბანკის სტაჟირების პროგრამა რეგიონებში

ახალგაზრდების კარიერული განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ბანკმა რეგიონებში, მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებაში ანაზღაურებადი 4/6 თვიანი სტაჟირების პროგრამა შექმნა.

ინიციატივის ფარგლებში, ახალგაზრდები იღებენ როგორც თეორიულ ცოდნას, ასევე, პრაქტიკულ გამოცდილებას, ესწრებიან ტრენინგებს და ივითარებენ პროფესიულ უნარებს. პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ, მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ კარიერა საქართველოს ბანკში გააგრძელონ.

სტაჟირების პროგრამა ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების ან ეკონომიკის ფაკულტეტის III-IV კურსის სტუდენტების და 1-2 წლის კურსდამთავრებულებისთვის არის განკუთვნილი. ამასთან, პროგრამა სრულად არის მორგებული სტუდენტების აკადემიურ განრიგს.

საქართველოს ბანკის საზაფხულო სტაჟირების პროგრამა

პროექტი საზღვარგარეთ სასწავლებლად წასული ქართველი სტუდენტებისთვის შეიქმნა, რომელიც მათთვის ადგილობრივ ბაზარზე დასაქმების შესაძლებლობების შექმნასა და ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

პროგრამა შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდებს, გაიარონ სტაჟირება საბანკო, საინვესტიციო, საბროკერო, კვლევითი საქმიანობის, მონაცემთა მეცნიერების, მარკეტინგის, ციფრული არხების განვითარებისა და სხვა მიმართულებით.

სტაჟირების ფარგლებში, სტუდენტები პროფესიონალი მენტორების ჩართულობით იღებენ როგორც თეორიულ ცოდნას, ასევე პრაქტიკულ გამოცდილებას, რომელიც მათ პროფესიულ განვითარებას შეუწყობს ხელს.

საქართველოს ბანკის მიერ ახალგაზრდების მხარდასაჭერად შექმნილი ინიციატივების შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია csr.bog.ge-ზე.

(R)

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება