სალომე ზურაბიშვილი - ევროპამ ახლავე უნდა იმოქმედოს, თუ დავუშვებთ, რომ საქართველო ისევ რუსეთის ხელში ჩავარდეს, ეს მხოლოდ ჩემი ქვეყნისთვის არ იქნება ტრაგედია, ეს იქნება სტრატეგიული კატასტროფა ევროპისთვის

ევროპამ ახლავე უნდა იმოქმედოს, თუ დავუშვებთ, რომ საქართველო ისევ რუსეთის ხელში ჩავარდეს, ეს მხოლოდ ჩემი ქვეყნისთვის არ იქნება ტრაგედია, ეს იქნება სტრატეგიული კატასტროფა ევროპისთვის, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ლიეტუვის სეიმის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, თუ რუსეთი საქართველოში წარმატებას მიაღწევს, ეს დაამტკიცებს, რომ რუსეთს აღარ სჭირდება სამხედრო აგრესია, სამხედრო შეჭრა საკუთარი მიზნების მისაღწევად, „მას უბრალოდ შეუძლია გამოიყენოს, მისთვის ბევრად ნაკლებ ფასად, ჰიბრიდული ომი, საარჩევნო მანიპულაცია, ეკონომიკური იძულება და შიდა კონტროლის დაწესება დემოკრატიული მთავრობების მოსაშორებლად და მათი ავტორიტარული პროექტებით ჩასანაცვლებლად“.

„ის ახალ ნიადაგს სინჯავს საქართველოში, როგორც ეს 2008 წელს გააკეთა, როდესაც ცდიდა სამხედრო აგრესიას. თუ აღმოჩნდება, რომ წარმატების მიღწევა იოლია და ბევრად ნაკლებ ფასად, ვიდრე უკრაინის წინააღმდეგ ომის ძალიან გაურკვეველი საკითხი, რომელიც რუსეთს უკვე ძალიან ძვირი დაუჯდა, რუსეთი აუცილებლად განავრცობს მის ახალ სტრატეგიას ქვეყნებზე, სადაც ის უკვე გარკვეულ წინასწარ ტესტებს ახორციელებს და ესენია რუმინეთი და მოლდოვა. ისინი შეეცდებიან ეს გამოიყენონ უკრაინის არჩევნებში, რაც, შესაძლოა, ძალიან სახიფათო იყოს და მისცეს რუსეთს ის, რისი მოპოვებაც მან ამ აგრესიული ომის საშუალებით ვერ შეძლო“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, ევროკავშირი და ნატო არ შეიძლება პასიურები დარჩნენ.

"ევროკავშირი და ნატო არ შეიძლება პასიურები დარჩნენ. ევროპა უფრო ყურადღებით უნდა დააკვირდეს ამ რეჟიმის მხარდამჭერ ფინანსურ ქსელს, რომელიც ეხმარება რუსეთს საქართველო სანქციების გვერდის ავლის ჰაბად აქციოს. ოფშორების კანონის მიღება, რომელიც თითქმის შეუმჩნეველი გახდა ევროპული ხელისუფლებების მიერ, რეალურად პირდაპირ გამოწვევებს უქმნის არა მხოლოდ სანქციების გვერდის არ ავლის პოლიტიკას, არამედ საქართველოს აქცევს ნაცრისფერ ზონად სადაც სანქცირებული ოლიგარქები და ყველა სახის გადაზიდვა შესაძლოა განვითარდეს სამართლებრივი შეზღუდვის გარეშე. ევროპის კართან ეს წარმოადგენს საფრთხეს, გამოწვევას, რომელიც საჭიროებს უკეთეს შემოწმებას და რეაგირებას", - აღნიშნა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა სანქციების საკითხზეც ისაუბრა.

"სანქციების საკითხი, იქნება ეს ეროვნული თუ კოლექტიური ევროკავშირის მხრიდან, მნიშვნელოვანია, მაგრამ თუ სანქციები უნდა დაწესდეს, ისინი არ უნდა იყოს ექსკლუზიურად სადამსჯელო, არამედ დაწესებული უნდა იყოს პოლიტიკურ სტრატეგიაში, რომელიც დღეს არ არის, რაც ამ სანქციებს აქცევს რეალური პირობითობის პოლიტიკის ნაწილად, რომელიც აკავშირებს მათ ახალი არჩევნების მოთხოვნასთან და, შესაბამისად, მკაფიო კალენდართან", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო