BTU-ს ახალი კამპუსის მშენებლობა დასრულდა

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა ახალი კამპუსის მშენებლობა დაასრულა. თბილისის ცენტრში, ჭავჭავაძის გამზირზე არსებული უნივერსიტეტის ტერიტორიაზე გაფართოებულ ინფრასტრუქტურას მრავალფუნქციური სივრცეები, ახალი ლაბორატორიები, თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი აუდიტორიები, მიწისქვეშა პარკინგი და სხვა მულტიმედია ოთახები ემატება. სრული დატვირთვით კამპუსი უახლოეს კვირებში გაიხსნება.

ახალი ინოვაციური პროგრამები საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, უპრეცედენტო ინიციატივები ტექნოლოგიების სფეროებში და პარტნიორობა მსოფლიოს მოწინავე ტექნოლოგიურ ბრენდებთან, ერთი პროგრამის ფარგლებში, ორი დიპლომის მოპოვების შესაძლებლობები, 3 და 4 წლიანი საბაკალავრო პროგრამები, საერთაშორისო თანამშრომლობა და მასშტაბური კვლევითი პროექტები – ყოველივე ეს BTU-ს ახალ კამპუსში განხორციელდება.

აგრეთვე, ახალ კამპუსში შეიქმნება ქვეყანაში პირველი გაფართებული რეალობის სტუდენტური ლაბორატორია XR LAB, რომელიც მოწინავე ტექნოლოგიურ კომპანიებთან ერთად მზადდება. ამ დრომდე, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი 6 ინოვაციურ და მაღალტექნოლოგიურ ლაბს აერთიანებს, მათ შორის: AI LAB, IOS & ANDROID LAB, CYBERLAB, BLOCKCHAIN LAB, MICROSOFT LAB და სხვა.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი მოწინავე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც ყველაზე მაღალრეიტინგულია ტექნოლოგიების სფეროშ ცოდნის მიღებით დაინტერესებულ აბიტურიენტებს შორის. ქვეყანაში ყველაზე მოთხოვნადი IT (საინფორმაციო ტექნოლოგიების) საბაკალავრო პროგრამა, პარტნიორი კომპანიების ყველაზე დიდი რიცხვი და სტუდენტების დასაქმების უპრეცედენტო მაჩვენებელი განაპირობებს უნივერსიტეტის ზრდას და წარმატებას.

(R)

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება