სალომე ზურაბიშვილი - ევროკავშირმა საქართველოში ახალი არჩევნების ჩატარების მიმართ მეტი მხარდაჭერა უნდა გამოხატოს - ამის ალტერნატივა არ არსებობს

ევროკავშირმა ახალი არჩევნების ჩატარების მიმართ მეტი მხარდაჭერა უნდა გამოხატოს, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ლიეტუვის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„დე ფაქტო არაღიარების პოლიტიკის მიღმა, ევროკავშირმა მეტი მხარდაჭერა უნდა გამოხატოს დღევანდელი დაპირისპირებიდან და საპროტესტო აქციებიდან ერთადერთი სტაბილური და მშვიდობიანი გამოსავლის მიმართ და ეს ახალი არჩევნებია, რომელიც თავისუფალ და სამართლიან გარემოში უნდა ჩატარდეს. ამის ალტერნატივა არ არსებობს. თუ ჩვენ ერთად ვერ ვიპოვით ამ ალტერნატივას, მაშინ ეს ნიშნავს, რომ საქართველო ან მთლიანად რუსულ მოდელად გადაიქცევა, რაც ევროპის პოლიტიკის წარუმატებლობას გულისხმობს ან არასტაბილურობის საფრთხე იქნება, რაც ჩვეულებრივ ასეთი ხანგრძლივი კრიზისების დასასრულს წარმოადგენს. ევროპისა და შავი ზღვის პერიფერიაზე ახალი კრიზისული კერის გაჩენა არავის სურს, მით უმეტეს, რომ ამის თავიდან აცილება დღესაც შეიძლება“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, საქმე მხოლოდ საქართველოს დაცვას არ ეხება და ეს ევროპის სტრატეგიული მომავლისა და საკუთარი იდენტობის დაცვის საკითხსაც წარმოადგენს.

„თუ ევროპა, რომელიც სიძლიერისა და საკუთარი ავტონომიის აუცილებლობის ხელახლა აღმოჩენის პროცესშია, ვერ პოულობს გზებს, რომ გავლენა მოახდინოს პატარა ქვეყანაზე, სადაც მოსახლეობის დიდი უმეტესობა პროევროპელია და ქვეყანა არჩეულ გზაზე დააბრუნოს, თუ ევროპა საკუთარი გადაწყვეტილების მიღების პროცესს ვერ მართავს ისე, რომ რამდენიმეს გამო მისი პარალიზება არ მოხდეს, მაშინ პრობლემები სცილდება საქართველოს და გავლენას მოახდენს ევროკავშირის პოლიტიკაზე, რათა ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო თვალსაზრისით ძლიერი გახდეს“, - აღნიშნა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის