თბილისის წიგნის ბაზრობა - დღეები, რომელსაც გამომცემელი და მკითხველი ერთნაირად ელოდება

თბილისის წიგნის ბაზრობა – დღეები, რომელსაც მკითხველები და გამომცემლები ერთნაირად მოუთმენლად ელიან ყოველ გაზაფხულზე. წიგნის მოყვარულების საყვარელი ღონისძიება 10-13 აპრილის ჩათვლით ჩატარდება და კიდევ უფრო გამორჩეული და განსაკუთრებული იქნება.

ღონისძიებას „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონი უმასპინძლებს.

აღსანიშნავია, რომ 2025 წელს, "პალიტრა L-ი" 20 წლის იუბილეს აღნიშნავს – სწორედ ამიტომ, თითოეულ დღეს წარმოდგენილი იქნება:

  • გრანდიოზული ფასდაკლებები;
  • სპეციალურად სტუმრებისთვის მომზადებული შეთავაზებები;
  • საინტერესო შეხვედრები ავტორებთან;
  • ლიტერატურული სიურპრიზები და საჩუქრები.

წიგნის ბაზრობაზე ასევე გელოდება სპეციალურად „თბილისის წიგნის ბაზრობისთვის“ შექმნილი სიახლეები: წლის გამორჩეული წიგნები და ახალი სერიები, საბავშვო სიახლეები, არა მხოლოდ ბესტსელერები, არამედ ისეთი გამოცემებიც, რომელთაც იშვიათად ნახავთ სხვა დროს და სხვა ადგილას.

ეწვიეთ წიგნებისა და შემოქმედების დღესასწაულის ადგილს და გაამდიდრეთ თქვენი სახლის ბიბლიოთეკა ახალი და საინტერესო გამოცემებით.

(R)

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება