გიორგი ვაშაძე - რეჟიმი ცდილობს, პოლიტიკური დევნით, რეპრესიებით, ცრუ ბრალდებებითა და აბსურდული კომისიებით გადაფაროს საკუთარი მარცხი

ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას ამ ფარსში! რეჟიმის მიერ თვითმარქვია პარლამენტში შექმნილი „ქართული ოცნების“ ერთპარტიულ საგამოძიებო კომისიას არანაირი ლეგიტიმური და სამართლებრივი საფუძვლები არ გააჩნია, - ასე ეხმაურება „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიას, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობას სწავლობს.

„არალეგიტიმური და სრულ იზოლაციაში მყოფი ივანიშვილის რეჟიმი მორიგ ფარსს დგამს ე.წ. საგამოძიებო კომისიაში ჩვენი დაბარებით, რომელსაც სამი მიზანი აქვს:

თვითმარქვია პარლამენტის ე.წ. საგამოძიებო კომისიაში ჩვენი იძულებით დაბარება ხალხთან პარლამენტის აღიარებისა და ლეგიტიმაციის არგუმენტად გამოიყენოს;

არ გამოცხადება გამოიყენოს ჩვენზე რეპრესიებისთვის და შექმნას ჩვენი სისხლის სამართლებრივი წესით დევნის ცრუ საფუძვლები, რისთვისაც რა თქმა უნდა მზად ვართ;

საზოგადოების ყურადღება მისივე შექმნილი კრიზისიდან და რეალური პრობლემებიდან სხვა მხარეს გადაიტანოს.

შესაბამისად, ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას ამ ფარსში!

რეჟიმის მიერ თვითმარქვია პარლამენტში შექმნილი „ქართული ოცნების“ ერთპარტიულ საგამოძიებო კომისიას არანაირი ლეგიტიმური და სამართლებრივი საფუძვლები არ გააჩნია, რადგან თავად პარლამენტი და ივანიშვილის რეჟიმი ხალხისა და ცივილიზებული ქვეყნების მიერ არალეგიტიმურად და უკანონოდ არის გამოცხადებული.

ივანიშვილს უნდა, თითქმის 20 წლის წინანდელ ამბებზე გვასაუბროს, როცა დღეს რუსთაველზე, მისივე ძალადობის შედეგად, ნაცემი და დაკავებულია ასობით უდანაშაულო მოქალაქე - ადამიანები, რომლებიც მხოლოდ საკუთარი ქვეყნის თავისუფლებისთვის და ევროპული მომავლისთვის იბრძვიან.

რეჟიმი იზოლირებული და სანქცირებულია!

მას არ აღიარებენ არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარეთ. ახლა კი ცდილობს, პოლიტიკური დევნით, რეპრესიებით, ცრუ ბრალდებებითა და აბსურდული კომისიებით გადაფაროს საკუთარი მარცხი.

არ დავუშვებთ, რომ რეჟიმმა ტერორითა და რეპრესიებით ჩაახშოს პროტესტი და სამართალი! საქართველო გაიმარჯვებს!” - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის