ანონსი  26 მარტი

26 მარტს, 10:00 საათზე, „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი“ საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა გაიმართება.

საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი

(A კორპუსი, III სართული, ოთახი N304)

26 მარტს, 11:00 საათზე „თავისუფლების მოედანი“ პარლამენტის წინ ბრიფინგს გამართავს.

თემა: „29 იანვარს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ კენჭისყრაზე მიიღო რეზოლუცია, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, 2025 წლის აპრილამდე გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები და გამოაცხადოს ახალი საპარლამენტო არჩევნები. იტყვის თუ არა „ქართული ოცნება“ უარს ევროპასთან ურთიერთობაზე კიდევ ერთხელ?"

26 მარტს, 11:15 საათზე, „მედიახმა“ კვლევას სახელწოდებით - „მედიაგარემო 2024: ბრძოლა ნდობისა და თავისუფლებისთვის“ მედიის, არასამთავრობო სექტორისა, დიპლომატიური კორპუსისა და აკადემიის წარმომადგენლებს წარუდგენს. პრეზენტაციას გახსნის გერმანიის ელჩი საქართველოში ერნსტ-პეტერ ფიშერი.

მის: ლერმონტოვის ქ. 10, IOTA Hotel, Copper Green დარბაზი

26 მარტს, 17:00 საათზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ვარკეთილში, 2024 წლის იანვარში, ჩადენილი ფემიციდის საქმის განხილვა დასრულდება და სააპელაციო სასამართლო ცოლის მკვლელობაში მსჯავრდადებული 27 წლის გიორგი კავლელაშვილის განაჩენს გამოაცხადებს.

მის: გრ. რობაქიძის გამზ. 7ა

საკონტაქტო: ელისო რუხაძე - 599 767 383; გიორგი სელიმაშვილი - 599 427 737

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება