ოკუპირებული დონეცკის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ კუკური ბარამიძეს, იგივე დომენიკ მანგოს, დაუსწრებლად შვიდი წლით პატიმრობა მიუსაჯა

ოკუპირებული დონეცკის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ საქართველოს მოქალაქე კუკური ბარამიძეს (იგივე დომენიკ მანგო) დაუსწრებლად შვიდი წლით პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ განცხადებას რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

განცხადების თანახმად, 30 წლის საქართველოს მოქალაქე კუკური ბარამიძე დამნაშავედ სცნეს “შეიარაღებულ კონფლიქტში დაქირავებულ მებრძოლად ყოფნისთვის”.

“სასამართლოში დადგინდა, რომ 2022 წლის მარტიდან აპრილის ჩათვლით პერიოდში ბარამიძე მონაწილეობას იღებდა შეიარაღებულ კონფლიქტში როგორც დაქირავებული მებრძოლი “ქართული ეროვნული ლეგიონის” შემადგენლობაში…

ბარამიძეს გადაეცა ცეცხლსასროლი ავტომატური იარაღი, საბრძოლო მასალა, ეკიპირება და სპეციალური აღჭურვილობა, რის შემდეგაც მონაწილეობას იღებდა საბრძოლო ქმედებებში “დონეცკის სახალხო რესპუბლიკის” ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებისა და რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეების წინააღმდეგ”, - ნათქვამია განცხადებაში.

მათი თქმით, ბარამიძემ ამისთვის “310 ათას რუსულ რუბლზე მეტი ოდენობის ჯილდო მიიღო”. ოკუპირებული დონეცკის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს დაუსწრებლად შვიდი წლით პატიმრობა მიუსაჯა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება