რუსტემ უმეროვი - რუსეთის მიერ სამხედრო გემების შავი ზღვის აღმოსავლეთ ნაწილის მიღმა გადაადგილება შეთანხმების სულისკვეთების დარღვევად ჩაითვლება და უკრაინას სრული უფლება ექნება გამოიყენოს თავდაცვის უფლება

უკრაინა და აშშ შავ ზღვაში უსაფრთხოებაზე შეთანხმდნენ, რუსული სამხედრო გემები აღმოსავლეთში უნდა დარჩნენ. ამის შესახებ განცხადებას უკრაინის თავდაცვის მინისტრი, რუსტემ უმეროვი ავრცელებს, რომელიც საუდის არაბეთში აშშ-სთან მოლაპარაკებებში მონაწილეობდა.

ამასთან, მისი თქმით, რუსეთის მიერ სამხედრო გემების შავი ზღვის აღმოსავლეთ ნაწილის მიღმა გადაადგილება შეთანხმების სულისკვეთების დარღვევად ჩაითვლება და უკრაინას სრული უფლება ექნება გამოიყენოს თავდაცვის უფლება.

“ყველა მხარე შეთანხმდა უსაფრთხო ნავიგაციის უზრუნველყოფაზე, ძალის გამოყენების შეწყვეტაზე და შავ ზღვაში კომერციული გემების სამხედრო მიზნებისთვის გამოყენების აღკვეთაზე.

მნიშვნელოვანია! უკრაინული მხარე ხაზს უსვამს: რუსეთის მიერ საკუთარი სამხედრო გემების შავი ზღვის აღმოსავლეთ ნაწილის მიღმა გადაადგილება ამ შეთანხმების სულისკვეთების დარღვევად ჩაითვლება და განხილულ იქნება, როგორც შავ ზღვაში ნავიგაციის თავისუფლების უზრუნველყოფისთვის ვალდებულებების დარღვევა და უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხე. ასეთ შემთხვევაში, უკრაინას სრული უფლება ექნება გამოიყენოს თავდაცვის უფლება”,-წერს უმეროვი.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება