ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატი - პროცესები გაცდენილია სამართლებრივ ჩარჩოებს და დამყარებულია პოლიტიკურ მოტივაციებზე

განცდა დაგვრჩა, რომ მოსამართლე თავიდანვე იყო გამოსული განწყობით, რომ დაცვის მხარის არცერთი შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილებულიყო, - ამის შესახებ პარლამენტთან მიმდინარე აქციების დროს დაკავებულის, მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატმა თორნიკე მიგინეიშვილმა პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, სასამართლო პროცესები არ არის სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცეული და დამყარებულია პოლიტიკურ მოტივაციებზე.

„ეს არ ეხება მხოლოდ მტკიცებულების ნაწილს, ეხება ხალხის დაშვების ნაწილს, მონიტორის სამსახური საშვების სამსახურს, სახალხო დამცველის წარმომადგენლის დაშვების საკითხს. ცალკე საკითხია დარღვეული მტკიცებულებები - მოპოვების სტანდარტი იყო დარღვეული. მიუხედავად ამისა, სასამართლომ ვერ დაინახა კანონდარღვევა. პროკურატურის ყველა მტკიცებულება დაუშვა, ჩვენ კი ამოგვირიცხა მნიშვნელოვანი მტკიცებულები, რომელიც არის ევროსაბჭოს და ევროსასამართლოს რეზოლუციები.

დღეს რა პროცესებიც მიმდინარეობს, არ არის სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცეული, გაცდენილია ჩარჩოებს და დამყარებულია პოლიტიკურ მოტივაციებზე.

ის რომ, 2 აპრილს ჩაინიშნა პროცესი, ისეთივე ფორმალურია, როგორი ფორმალური განხილვაც იყო დღეს“,- განაცხადა ადვოკატმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება