კრემლი შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტის წინაპირობად სანქციების ნაწილის მოხსნას ასახელებს

კრემლი შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტამდე სანქციების ნაწილის მოხსნას მოითხოვს. შესაბამისი განცხადება კრემლის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

კრემლის განცხადება მნიშვნელოვნად განსხვავდება აქამდე თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებული განცხადებისგან, რომელშიც აღნიშნულია, რომ “შეერთებული შტატები და რუსეთი შეთანხმდნენ შავ ზღვაში უსაფრთხო ნავიგაციის უზრუნველყოფაზე, ძალის არგამოყენებაზე, და სამხედრო მიზნებისთვის კომერციული გემების გამოყენების აღკვეთაზე”. კერძოდ, თეთრი სახლის განცხადებაში აღნიშნულ პუნქტს წინაპირობები არ ახლავს. კრემლის განცხადებაში კი ნათქვამია, რომ აღნიშნული პუნქტი ძალაში შემდის მას შემდეგ, რაც ოთხი პირობა იქნება დაკმაყოფილებული:

“სასანქციო შეზღუდვების მოხსნა “როსსელხოზბანკის” და სხვა საფინანსო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ჩართულები არიან სურსათით (მათ შორის თევზეულით) და სასუქით საერთაშორისო სავაჭრო ოპერაციების უზრუნველყოფაში, მათი ჩართულობა SWIFT-თან, აუცილებელი საკორესპონდენციო ანგარიშების გახსნა;

სავაჭრო დაფინანსების ოპერაციების განხორციელებაზე შეზღუდვების მოხსნა;

სასანქციო შეზღუდვების მოხსნა პორტებში გემების მომსახურებაზე და რუსეთის დროშის ქვეშ მყოფ გემებზე, რომლებიც ჩართულნი არიან სურსათით (მათ შორის თევზეულით) და სასუქით ვაჭრობაში;

შეზღუდვების მოხსნა რუსეთის ფედერაციაში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მიწოდებაზე, ასევე სხვა საქონლის, რომელიც გამოიყენება სურსათის (მათ შორის თევზეულის) და სასუქის წარმოებაში”, - ნათქვამია განცხადებაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება