გოკა გაბაშვილი - რუსები და ბოლშევიკები დღეს პარლამენტში უკანონოდ ჩასახლდნენ და „კომისია” მოაწყვეს - ამ კლოუნებთან მისვლას და რამის ახსნას არ ვაპირებ, ისედაც ყველამ იცის მათი ცირკის დირექტორის ვინაობა

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, გიორგი (გოკა) გაბაშვილი აცხადებს, რომ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელმა“ პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ დაიბარა.

მისი თქმით, „წულუკიანის კომისიამ“ 29 მარტის სხდომაზე დაიბარა, თუმცა „კლოუნებთან მისვლას“ და რამის ახსნას არ აპირებს, რადგან „მათი ცირკის დირექტორის ვინაობა” ცნობილია.

„წულუკიანის „კომისიიდან” ოფიციალური დაბარების ზარი მივიღე. 29- ში გამოცხადდი და 2008 წლის ომზე ჩვენება მოგვეციო.

ევროსაბჭოს რეზოლუცია „1633“ იგულისხმება, როგორც ჩანს. საქართველოს ყველაზე სერიოზული წარმატება ასამბლეაში. რეზოლუცია ჩვენი დასავლელი მეგობრების მხარდაჭერით იქნა მიღებული. რუსებმა და კომუნისტებმა, მაშინ დარბაზი დატოვეს, პროტესტის ნიშნად.

ეგ რუსები და ბოლშევიკები დღეს საქართველოს პარლამენტში უკანონოდ ჩასახლდნენ და „კომისია” მოაწყვეს.

რა თქმა უნდა, ამ კლოუნებთან მისვლას და რამის ახსნას არ ვაპირებ. ისედაც ყველამ იცის მათი ცირკის დირექტორის ვინაობა”, - წერს გაბაშვილი.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება