ვოლოდიმირ ზელენსკი - მსოფლიო რუსეთს არ ენდობა - უნდა დაამტკიცონ, რომ ნამდვილად მზად არიან ომის დასასრულებლად, მზად არიან მსოფლიოს მოტყუება შეწყვიტონ

როგორ მოიქცევა რუსეთი უახლოეს დღეებში ყველაფერს თუ არა, ბევრ რამეს გამოავლენს - ახლა რუსეთისგან საჭიროა შედეგები, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი თქმით, თუ კვლავ იქნება საჰაერო თავდასხმის განგაში, თუ განახლდება სამხედრო აქტივობა შავ ზღვაში, თუ რუსული მანიპულაციები და მუქარები გაგრძელდება, მაშინ ახალი ზომების მიღება იქნება საჭირო მოსკოვის წინააღმდეგ.

მისი თქმით, მსოფლიო რუსეთს არ ენდობა და მათ უნდა დაამტკიცონ, რომ ნამდვილად მზად არიან ომის დასასრულებლად - მზად არიან შეწყვიტონ მსოფლიოს მოტყუება.

„დიპლომატიამ უნდა იმუშაოს და უკრაინის მხრიდან ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ეს მოხდეს. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც მეხმარება. მადლობელი ვარ შეერთებული შტატების ჩვენი გუნდების კონსტრუქციული და ეფექტური მუშაობისთვის. ახლა რუსეთისგან საჭიროა შედეგები. ჩვენ მათ არ ვენდობით და, გულწრფელად რომ ვთქვათ, მსოფლიო რუსეთს არ ენდობა. მათ უნდა დაამტკიცონ, რომ ნამდვილად მზად არიან ომის დასასრულებლად - მზად არიან შეწყვიტონ მსოფლიოს მოტყუება, პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და ამერიკის მოტყუება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!