სერგეი ლავროვი - მაკრონებმა, სტარმერებმა და ფონ დერ ლაიენებმა ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით მყისიერად შეიცვალეს პოზიცია

ევროპელმა ლიდერებმა, რომლებიც უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას ეწინააღმდეგებოდნენ, მკვეთრად შეცვალეს აზრი, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

მისი თქმით, მარტის დასაწყისში, კიევმა პირველად გამოაცხადა მზადყოფნა, 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდეს და მოითხოვა მოსკოვის დაუყოვნებელი თანხმობა.

„მაკრონებმა, სტარმერებმა და ფონ დერ ლაიენებმა მაშინვე დაიწყეს ყვირილი, რომ ახლა "ბურთი" რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მოედანზეა. თუმცა სამი დღით ადრე ყველა ამბობდა, რომ არანაირი ცეცხლის შეწყვეტა და რომ მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომამდე საჭიროა უკრაინის [იარაღით] „გატენვა“, რათა მას ძალის პოზიციიდან ემოქმედა. მყისიერად შეიცვალეს პოზიცია, როგორც კი ქარი შეიცვალა“, - აღნიშნა ლავროვმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი