დონალდ ტრამპის მრჩეველი - სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ, „ჩატში“ ჯგუფი მე შევქმენი - ჟურნალისტს, რომელიც „ჩატში“ აღმოჩნდა, არ ვიცნობ, ვაპირებთ საქმე გამოვიძიოთ

სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ, „ჩატში“ ჯგუფი მე შევქმენი, - ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მრჩეველმა, მაიკ უოლცმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა. „საკუთარ თავზე სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ. ეს ჯგუფი მე შევქმენი. ეს სამარცხვინოა და ვაპირებთ ეს საქმე ბოლომდე გამოვიძიოთ“, - განაცხადა მაიკ უოლცმა.

მისი თქმით, ჟურნალისტს, რომელიც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის „ჩატში“ შეცდომით აღმოჩნდა, არ იცნობს.

„შემიძლია გითხრათ, რომ მას არ ვიცნობ. მისი საშინელი რეპუტაციის შესახებ ვიცი და ის ნამდვილად საშინელი ჟურნალისტია. მას პრეზიდენტი სძულს. მასთან მიმოწერა არ მაქვს და ჩემს ტელეფონში მისი საკონტაქტო ინფორმაცია არ მაქვს. გავარკვევთ, როგორ მოხდა ეს“, - აღნიშნა უოლცმა.

ცნობისთვის, The Atlantic-ის მთავარმა რედაქტორმა, ჯეფრი გოლდბერგმა სტატია გამოაქვეყნა, სადაც დეტალურად წერს იმის შესახებ, რომ 11 მარტს, აშშ-ის ადმინისტრაციის მიერ იემენში სარაკეტო იერიშების განხორციელებამდე ოთხი დღით ადრე, მაიკ უოლცისგან (ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დონალდ ტრამპის მრჩეველი) მესენჯერ Signal-ის „ჩატში“, სახელწოდებით „Houthi PC small group“-ში მიწვევა მიიღო. გოლდბერგის ცნობით, „ჩატში“, სადაც ამერიკელი მაღალჩინოსნები სამხედრო გეგმებს განიხილავდნენ, 18 ადამიანი იყო, მათ შორის, აშშ-ის თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეტი, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, ეროვნული დაზვერვის დირექტორი ტულსი გაბარდი, CIA-ს დირექტორი ჯონ რეტკლიფი, ახლო აღმოსავლეთში დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და სხვები.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მომხდარის შემდეგ მაიკ უოლცმა „გაკვეთილი ისწავლა“ და მას არ გაათავისუფლებს.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო