რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო სუნიტ მუსლიმ თემს კადრის ღამეს ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო სუნიტ მუსლიმ თემს კადრის ღამეს ულოცავს. როგორც რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში განმარტავენ, დღეს სუნიტი მუსლიმები კადრის ღამეს აღნიშნავენ, რომელიც რამადანის თვის ერთ-ერთი ბოლო ღამეა.

„მუსლიმური გადმოცემით, სწორედ ამ ღამეს გარდმოევლინა წინასწარმეტყველ მუჰამედს ღვთიური წიგნის, ყურანის პირველი აიები. ითვლება, რომ კადრის ღამე თავისი მნიშვნელობით ათას თვეზე მეტია, ამიტომაც მუსლიმები ცდილობენ, ეს ღამე ლოცვაში გაატარონ. მუსლიმთათვის იგი ცოდვების მიტევების, მოწყალების, სულიერი სიმშვიდის ღამეა.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს სუნიტ მუსლიმ თემს ამ დღესასწაულს, სიკეთეს და საყოველთაო მშვიდობას უსურვებს მათ“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება