თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსის ინფორმაციით, მთაწმინდის პარკთან ჩამონგრეული შენობა, რასაც ადამიანი ემსხვერპლა, კერძო პირის საკუთრებაა და უსაფრთხოების ნორმები მას უნდა დაეცვა

ეს ტერიტორია არ განეკუთვნება მუნიციპალიტეტის ტერიტორიას, ეს კერძო საკუთრებაა - კერძო მესაკუთრეა ვალდებული დაიცვას უსაფრთხოების ნორმები, - ამის შესახებ თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა სერგო ბირკაძემ განაცხადა, რითაც მთაწმინდის პარკის პარკინგთან მდებარე შენობის ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანის დაღუპვის ფაქტს გამოეხმაურა.

მისივე მტკიცებით, თბილისის მერია ცდილობს მუნიციპალიტეტის ტერიტორიები მაქსიმალურად დაიცვას.

„პირველ რიგში, ძალიან სამწუხარო ფაქტია და რა თქმა უნდა, ამ ოჯახს უნდა მივუსამძიმროთ.

რაც შეეხება უშუალოდ ამ ტერიტორიას, ეს ტერიტორია არ განეკუთვნება მუნიციპალიტეტის ტერიტორიას, ეს კერძო საკუთრებაა. კერძო საკუთრებასთან დაკავშირებით, კერძო მესაკუთრეა ვალდებული დაიცვას უსაფრთხოების ნორმები.

რაც შეეხება მუნიციპალიტეტის ტერიტორიას, ჩვენ მაქსიმალურად ყოველთვის ვცდილობთ, რომ მუნიციპალური ტერიტორიები დაცული იყოს და ნაკლებად იყოს გამომწვევი რაიმე ინციდენტების”, - განაცხადა სერგო ბირკაძემ.

ცნობისთვის, ორი დღის წინ მთაწმინდის პარკის პარკინგთან მდებარე შენობის ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია