„საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელმა MoneyLive Summit London-ზე ციფრული საბანკო მომსახურების შესახებ ისაუბრა

„საქართველოს ბანკის“ ციფრული საბანკო ეკოსისტემის სამსახურის უფროსმა, გიორგი კინწურაშვილმა ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ღონისძიება - MoneyLive Summit London-ში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებაზე მან ციფრული საბანკო მომსახურების შესახებ ისაუბრა.

MoneyLive Summit London ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ღონისძიებაა ციფრული საბანკო მომსახურების შესახებ, სადაც C-level ხელმძღვანელები მონაწილეობენ. შეხვედრაზე სფეროს პროფესიონალები მიმდინარე გამოწვევებსა და მომავალ ტრენდებს განიხილავენ.

ღონისძიებაზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 200-ზე მეტი სპიკერი და 1500-ზე მეტი მოწვეული სტუმარი ესწრებოდა. მათ შორის იყვნენ ისეთი ევროპული და ბრიტანული ბანკების წარმომადგენლები როგორიცაა: Barclays, NatWest, Goldman Sachs, JPMorgan, BNP Paribas და HSBC. სამიტში ასევე იღებდნენ მონაწილეობას ისეთი ციფრული ბანკების ხელმძღვანელები, როგორიცაა: Revolut, Bunq, Tandem-ის და სხვა.

“მოხარული ვარ, რომ საქართველოს ბანკის სახელით სპიკერი ვიყავი ისეთ ღონისძიებაზე, როგორიც MoneyLive Summit London-ია. პანელური დისკუსიის ფორმატში, Goldman Sachs და NatWest-ის წარმომადგენლებთან ერთად შესაძლებლობა მქონდა მესაუბრა საქართველოს ბანკის წარმატებულ ქეისზე, საერთაშორისო აუდიტორიისთვის გამეცნო საკუთარი ხედვები ღია ბანკინგის მიმართულებით. ღონისძიებაზე ასევე ვისაუბრე ბანკში ციფრული ეკოსისტემის მიმართულებით დანერგილი ინოვაციებისა და სამომავლო სტრატეგიის შესახებ, კერძოდ კი: ტრანზაქციული ანალიტიკის, Ads Manager-ისა და ლოიალურობის პროგრამების შესახებ. მსგავსი ღონისძიებები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ერთის მხრივ, შესაძლებლობას გვაძლევს ჩვენი ინოვაციური მიდგომები და პროდუქტები გავაცნოთ საერთაშორისო აუდიტორიას, მეორეს მხრივ კი- წამყვანი საერთაშორისო საბანკო ინსტიტუტების გამოცდილება გაიზიარო. ჩვენ აქ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ სფეროს განვითარებაზე ზრუნვას როგორც კომპანიის შიგნით, ასევე მთლიანად ქვეყანაში“, - განაცხადა გიორგი კინწურაშვილმა, საქართველოს ბანკის ციფრული ეკოსისტემის სამსახურის უფროსმა.

(R)

30.06.2025 / 09:10

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 30.06.2025
ეროვნული გამოცდების წინ, საბანკო ასოციაცია აბიტურიენტებს წარმატებას უსურვებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა
ევროპის უმაღლესი განათლების კვირეულის ფარგლებში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „განათლება - კეთილდღეობის კატალიზატორი“ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში გაიმართა
სპეციალური შეთავაზება - Hyundai Santa Fe 15 000-ლარიანი ფასდაკლებით
5 ივლისს დიდი ფასდაკლების დღე „არქი ჰორაიზონის“ პრემიუმ კომპლექსის ბინებზე