„ანაგი ჯგუფი“ ახალ მიმართულებას - „ანაგი ქოლაბს“ აანონსებს

„ანაგი ქოლაბი“ კოლაბორაციებისთვის − ყველა დეველოპერული სერვისი 1 სივრცეში.

საქართველოში უმსხვილესი სამშენებლო კომპანია ანაგი აანონსებს ახალ მიმართულებას − ანაგი ქოლაბს, რომელიც დეველოპერებსა და ინვესტორებს სთავაზობს კომპლექსურ აუთსორსინგს − სერვისების სრულ პაკეტს უძრავი ქონების პროექტების დასაწყებად, განვითარებისთვის და წარმატებით დასასრულებლად.

ანაგი ჯგუფს 35 წელია, სამშენებლო სექტორში წამყვანი პოზიციები უკავია და წარმატებით აქვს დასრულებული 300-მდე პროექტი, მათ შორის, საერთაშორისო ბრენდის სასტუმროები, წამყვანი ქართული დეველოპერული კომპანიების საცხოვრებელი სახლები, გამორჩეული საზოგადოებრივი ობიექტები და სამრეწველო ნაგებობები.

შესაბამისად, რადგან ანაგს საკუთარი გამოცდილებით დანერგილი აქვს სამშენებლო სექტორში ხარისხი, სანდოობა და მაღალი სტანდარტი, ახლა უკვე განვითარების მიზნით, კოლაბორაციული პროექტებისთვის წარადგინა ახალი მიმართულება − ანაგი ქოლაბი, რომელიც კიდევ უფრო გააძლიერებს რეგიონში უძრავი ქონების ბაზრის მდგრადობას.

ანაგი ქოლაბი სრულ პასუხისმგებლობას იღებს ყოველ პროექტზე და უზრუნველყოფს გამართულ და ხარისხიან განხორციელებას − დაწყებული მიწის ნაკვეთის მოძიებით, დასრულებული გაყიდვების შემდგომი მომსახურებით.

უფრო დეტალურად, ანაგი ქოლაბის სერვისები მოიცავს − საინვესტიციო შესაძლებლობების მოძიებას, მიზანშეწონილობის ანალიზს, კომერციული გუნდის ფორმირებას, არქიტექტურულ მომსახურებას, საინვესტიციო პროდუქტების შექმნას, გაყიდვების, მარკეტინგის მართვას, გაყიდვების შემდგომ მომსახურებას, იურიდიულ სერვისს, ფინანსურ ანალიტიკას, ბიუჯეტირებას და ა.შ.

ყველა ეტაპი მიმდინარეობს გამჭვირვალედ და ორგანიზებულად, რაც მომხმარებელს დროის, რესურსების დაზოგვაში ეხმარება და ქმნის სანდოობის გარანტიას.

აღნიშნული სერვისებით, ანაგი ქოლაბი, ანაგი ჯგუფთან ერთად დეველოპერულ სექტორში მომსახურების მაღალ სტანდარტებს, ინოვაციურ მიდგომებს, ბიზნესპროცესების ეფექტურ მართვას ნერგავს და ამით ხელს უწყობს უძრავი ქონების ბაზრის განვითარებას საქართველოში.

„გვჯერა, ჩვენი ხედვა და ინოვაციური მიდგომა შექმნის ისეთ გარემოს, სადაც დეველოპერები შეძლებენ ახალი სტანდარტების დანერგვას, რაც ხელს შეუწყობს მთელ სექტორში პროგრესის მიღწევას. ჩვენ ვმუშაობთ იმ მომავლისთვის, სადაც უძრავი ქონების ბაზარი კიდევ უფრო ძლიერი და მდგრადი გახდება", – აღნიშნავს ანაგი ქოლაბის CEO - თამარ გაფრინდაშვილი

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს: www.anagicollab.ge

(R)

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო