პროფკავშირების ოფისთან, სადაც მაღაროელები აქციას მართავენ, დაპირისპირება იყო

პროფკავშირების ოფისთან, სადაც მაღაროელები აქციას მართავენ, „საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების“ წარმომადგენლებსა და მაღაროელებს შორის დაპირისპირება იყო.

მაღაროელების გაღიზიანება, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების წარმომადგენლის განცხადებას მოჰყვა, რომელმაც აღნიშნა რომ “პროვოკაციას” ჰქონდა ადგილი.

„27 დღეა გულგრილები არიან ჩვენს მიმართ. ვიცით, რა დანაშაულს ჩადიან საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების წარმომადგენლები. მათი გულგრილობის შედეგია, რაც ჭიათურას სჭირს. მხოლოდ გვეუბნებიან, რომ პროვოკაციულ აქციებს ვაწყობთ”, - აღნიშნა მაღაროელმა.

მაღაროელების თქმით, ისინი აპროტესტებენ პროფკავშირების იმ განცხადებასაც, სადაც მათივე თქმით, მათ “უკანონოდ გაფიცულები” უწოდეს.

„საუბარი გინდათ? ქუჩაში გინდათ? თუ ისე? მოვედით სალაპარაკოდ…”, - აღნიშნა „საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების” ხელმძღვანელმა ირაკლი პეტრიაშვილმა და გაერთიანების წარმომადგენლებს მოუწოდა ტერიტორია დაეტოვებინათ.

მაღაროელების მოთხოვნაა მთავრობამ გადაიბაროს პასუხისმგებლობა და „ჯორჯიან მანგანეზმა“ დატოვოს ჭიათურა. ასევე შეიქმნას მუშათა კლასის წარმომადგენლობა, რომელიც ჩართული იქნება მაღაროში დაგეგმარებისა და მართვის ნაწილში.

ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება