ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის საკოორდინაციო უწყებათაშორისი საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა

25 მარტს, ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის საკოორდინაციო უწყებათაშორისი საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას “საქსტატის” პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა და ამავე დროს საბჭოს თავმჯდომარემ, გოგიტა თოდრაძემ გახსნა.

უწყებათაშორისი საბჭო მიმდინარ წლის მარტში საქართველოს მთავრობის დადგენილებით შეიქმნა, რომელიც სტატისტიკური სისტემის გაუმჯობესების მიზნით, კოორდინაციას უწევს სტატისტიკის წარმოებაზე პასუხისმგებელ სამუშაო ჯგუფებს.

“შეხვედრაზე საკოორდინაციო უწყებათაშორისი საბჭოს თავმჯდომარემ, გოგიტა თოდრაძემ მიმოიხილა საბჭოს დებულება და საბჭოს წევრებს წარუდგინა ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის საკოორდინაციო უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფების ტექნიკური დავალებები, რომელთა მიზანია სტატისტიკური ინფორმაციის წარმოების გაუმჯობესება და მონაცემთა ხარისხის უზრუნველყოფა.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს მთავრობის სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლები მინისტრის მოადგილეების დონეზე. სხდომაზე საბჭოს წევრებმა კენჭი უყარეს და დაამტკიცეს ორი მნიშვნელოვანი სამუშაო ჯგუფი, რომლებიც შეიქმნა ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებული სტატისტიკის და გენდერული სტატისტიკის საკითხების შესასწავლად.

ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებული სტატისტიკის საკითხებზე მომუშავე ჯგუფის მიზანია, ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებული სტატისტიკის წარმოება. მათ შორის, ჯგუფი შეიმუშავებს მეთოდოლოგიურ მიდგომებსა და ხარისხის ერთიან სტანდარტს, რომელიც შესაბამისი ადმინისტრაციული მონაცემების ხარისხის გაუმჯობესებას და ახალი მაჩვენებლების შექმნას მოიცავს.

გენდერული სტატისტიკის საკითხებზე მომუშავე ჯგუფის მიზანს კი გენდერული სტატისტიკის მიმართულების გაძლიერება წარმოადგენს. ჯგუფი, ასევე, ხელს შეუწყობს სტატისტიკის ეროვნული სისტემის კოორდინაციის გაუმჯობესებას, შესაბამისი ადმინისტრაციული მონაცემების ხარისხის ამაღლებასა და ახალი მაჩვენებლების შემუშავებას.

სხდომის დასასრულს, საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ მადლობა გადაუხადა საბჭოს წევრებს შეხვედრაში აქტიური მონაწილეობისთვის. საბჭოს წევრებმა გამოხატეს მზადყოფნა, აქტიურად იმუშაონ საქართველოს სტატისტიკის სისტემის სტანდარტიზაციის და გამჭვირვალობის მიმართულებით”, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება