თამაზ ბესტაევი აგვისტოს ომზე - რატომ არ იყო ევაკუაციის გეგმა, რატომ არ განხორციელდა ევაკუაცია? მე დასკვნა მქონდა და დღესაც იგივე მაქვს - მოსახლეობა საზარბაზნე ხორცად გაიმეტეს

რატომ არ იყო [მოსახლეობის] ევაკუაციის გეგმა, რატომ არ განხორციელდა ევაკუაცია? მე დასკვნა მქონდა და დღესაც იგივე მაქვს - გაიმეტეს მოსახლეობა საზარბაზნე ხორცად, - ასე უპასუხა თამაზ ბესტაევმა, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს „სამხრეთ ოსეთის“ ადმინისტრაციის ჯანდაცვისა და სოცუზრუნველყოფის მინისტრი იყო, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შეკითხვას, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომს შეეხებოდა.

როგორც მან კომისიის სხდომაზე განმარტა, ომის პერიოდში არცერთი ზემდგომი პირისგან არც ადგილზე და არც თბილისიდან ინსტრუქცია არ მიუღია, რომ მისი ადმინისტრაცია საფრთხის ქვეშ იყო და რომ და ტერიტორია უნდა დაეტოვებინათ. თამაზ ბესტაევის განმარტებით, საფრთხის შესახებ არაფერი იცოდა ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ, ვასილ სანებლიძემ. ამასთან, ბესტაევის განმარტებით, ვასილ სანებლიძემ მას უთხრა, რომ უშიშროების საბჭოს სხდომაზე მიდიოდა და მას წაჰყვა, თუმცა შეხვედრას არ დასწრებია.

„რა მოხდა, რატომ არ იყო [მოსახლეობის] ევაკუაციის გეგმა, რატომ არ განხორციელდა ევაკუაცია? მე დასკვნა მქონდა და დღესაც იგივე მაქვს - გაიმეტეს მოსახლეობა საზარბაზნე ხორცად, გაიმეტეს ადმინისტრაციის თანამშრომლები, გაიმეტეს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი და მთლიანად ის რეგიონი, რომელიც იქ ფუნქციონირებდა.

სიმართლე გითხრათ, იმის მერე არც არავისთან მქონია კომუნიკაცია, რომ რაღაც კითხვები [დამესვა]- ვინ, რას მეტყოდა. ეს უფრო ძალოვნებმა იცოდნენ და მაშინდელმა ხელისუფლებამ, რატომ არ განხორციელდა ევაკუაცია. სამწუხაროდ, ეს შემიძლია გითხრათ“, - განაცხადა თამაზ ბესტაევმა.

თამაზ ბესტაევის თქმით, ის უშიშროების სხდომას არ დასწრებია, ამასთან, განმარტა, თუ როგორ შეიტყო იმის შესახებ, რომ მოსახლეობა საფრთხის ქვეშ იმყოფებოდა

„რუსული ბომბდამშენები უკვე გორს ბომბავდნენ. უკვე აშკარად ჩანდა, რომ აქეთ ბომბავდნენ. იმ მომენტში რომ ტყვიავის გზა ჩავიარეთ, სამხედრო დანაყოფები არ შემხვედრია. იქ, იმ მომენტში მე რომ ჩამოვიარე, არ იყო, მაგრამ უკვე გორში იყვნენ და დაიძრნენ, თუ რაღაც, ეს მომენტი იყო. სიმართლე გითხრათ, 17 წელი გავიდა და ასე კადრი ვერ ამომაქვს მეხსიერებიდან. შეიძლება შემხვდა კიდეც, ან შეიძლება არც დავაკვირდი“, -განაცხადა თამაზ ბესტაევმა, რომელიც ამ დროისთვის სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელია.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება