ფოთში განხორციელებულმა ახალგაზრდულმა პროექტმა კერძო-საჯარო პარტნიორობის ნომინაციაში გაიმარჯვა

ფოთის პორტის ინფორმაციით, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ, საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის ყოველწლიურ კონკურსში, ფოთის მუნიციპალიტეტი დააჯილდოვა ნომინაციაში - კერძო-საჯარო პარტნიორობა ადგილობრივ დონეზე.

მათივე ცნობით, სასკოლო პროექტი „სოციალური ინოვაციები მომავლისთვის“ შარშან განხორციელდა, სადაც ყველა საჯარო სკოლა იყო ჩართული.

„პროექტის გამარჯვებული გახდა ნიკო ნიკოლაძის სახელობის მეორე საჯარო სკოლის გუნდი. მოგებული 20 000 ლარით, ფოთში სკოლა პირველად აღიჭურვება მზის პანელებით.

სასწავლო პროგრამაში მონაწილე ყველა სკოლას საჩუქრად გადაეცა პროექტორი და ეკრანი, ხოლო #2, #3, #4 და #5 საჯარო სკოლებს, მდგრადი და ქალაქის საჭიროებებზე მორგებული პროექტების წარმოდგენისთვის დამატებით გადაეცათ ციფრული ეკრანები.

საგანმანათლებლო პროგრამა „სოციალური ინოვაციები მომავლისთვის“ მიზნად ისახავდა ფოთის საჯარო სკოლების მოსწავლეებში სოციალური ინოვაციებისა და დიზაინის აზროვნების განვითარების ხელშეწყობას, მათი აქტიური ჩართულობის წახალისებას ადგილობრივი სოციალური პრობლემების მოგვარების გზების ძიებაში.

პროგრამა განხორციელდა კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის (CTC) და ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლობით, BP-ისა და „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ (სს „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური“) ფინანსური მხარდაჭერით.

კერძო - საჯარო სექტორს შორის თანამშრომლობა ერთ-ერთი ყველაზე შედეგზე ორიენტირებული მიდგომაა მდგრადი განვითარების გლობალური დღის წესრიგის მისაღწევად, ხოლო საერთო მიზნებისთვის გაერთიანება - ერთობლივი პასუხისმგებლობა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება