„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე ზაზა გოგავა, მამუკა ყურაშვილი და შალვა ჯანაშვილი დაიბარეს

„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე ზაზა გოგავა, მამუკა ყურაშვილი და შალვა ჯანაშვილი დაიბარეს. ამის შესახებ მედიასთან კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელი სხდომის განსახილველი თემაც 2008 წლის აგვისტოს ომი იქნება. სხდომა 27 მარტს, 10:00 საათზე ჩაინიშნა.

"გუშინდელი სხდომის შედეგად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ არაერთმა ყოფილი მაღალი თანამდებობის პირმა დაადასტურა, რომ საქართველომ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში, მინიმუმ ორჯერ გაიარა „ბეწვის ხიდზე“ და აიცილა 2004 წლის აგვისტოში და შემდეგ 2006 წელს საომარი მოქმედებები, ანუ [აიცილა] აგვისტოს ომი 2 და 4 წლით ადრე.

ჩვენთან დღეს იქნებიან გამოკითხვაზე ახსნა-განმარტებისთვის ყოფილი სამხედრო თანამდებობის პირები, ბატონი ზაზა გოგავა, ბატონი [მამუკა] ყურაშვილი და ასევე, ბატონი [შალვა] ჯანაშვილი, რომელიც ომის დროს გახლდათ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე", - განაცხადა წულუკიანმა.

ამასთან, შესაბამისი კითხვის საპასუხოდ, თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსაც დაიბარებენ.

მან ასევე, „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერებზე მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საკითხზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მათ კომისიაზე მისვლის შეეშინდათ.

"მე მხოლოდ შემიძლია ვარაუდი გამოვთქვა, რომ მათ შეეშინდათ კომისიაზე მოსვლის. შეეშინდათ საზოგადოებას კიდევ ერთხელ და საჯაროდ დაენახა მათი რეალური სახე, რადგან მათი რეალური სახე არის ძალიან მახინჯი", - განაცხადა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, 25 მარტის კომისიის სხდომაზე ბიზნესზე ზეწოლის ერთ-ერთი საქმის - შპს “მაგნატის“ საქმე განიხილეს. ბიზნესმენი ჯემალ ლეონიძე ავტოგასამართი სადგურების ქსელის, “მაგნატის“ მესაკუთრე იყო. ლეონიძე წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან ერთად, ქონების წართმევაში მამუკა ხაზარაძეს ადანაშაულებდა. სხდომაზე დაბარებულები იყვნენ„ძლიერი საქართველოს“ ლიდერები - მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. როგორც მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში მისვლას და „ამ ცირკში მონაწილეობას“ არ აპირებს. კომისიის სხდომაზე არ გამოცხადდა ბადრი ჯაფარიძეც. კომისიამ 26 მარტს მიიღო გადაწყვეტილება და მისი საქმეც შემდგომი რეაგირებისთვის პროკურატურას გადაეცა.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის