პაატა დავითაია - საგამოძიებო კომისიას აინტერესებს პოლიტიკური კონტექსტი - ვფიქრობ, საქმე პოლიტიკური პასუხისმგებლობით დამთავრდება

მე ვერავის ვერ მივცემდი საშუალებას, რომ ეს სიტუაცია თავის სასარგებლოდ გამოეყენებინა. რომ არ მივსულიყავი, იტყოდნენ, მალავენ სიმართლეს და ხელი დააფარეს წინა ხელისუფლებასო, - ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ “ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს და ასევე, ყველა პოლიტიკურ პარტიასაც საკუთარი ინტერესი გააჩნია.

„ჩემი მისვლა განაპირობა აგვისტოს ომის საკითხმა იმიტომ, რომ მე მაქვს გარკვეული ვალდებულებები - ეს იყო გამოძიება/გამოკითხვა, რომელსაც ვაწარმოებდით, ამ კომისიის შექმნა მაშინ უმცირესობისა და უმრავლესობის ურთიერთშეთანხმებით ხდებოდა. მე მქონდა არა მარტო ჩემი პოზიცია, არამედ ცხრა ადამიანის პოზიცია, რომელმაც დასკვნას ხელი მოაწერა, აქედან გამომდინარე, იმ საზოგადოებრივი ინტერესის გამო, რაც ძალიან დიდია ამის მიმართ და ყველა პოლიტიკურ პარტიას თავისი ინტერესი აქვს ამ თემასთან დაკავშირებით, მე ვერავის ვერ მივცემდი საშუალებას, რომ ეს სიტუაცია თავის სასარგებლოდ გამოეყენებინა. დავუშვათ, მე რომ არ მივსულიყავი, მალავენ სიმართლეს და ხელი დააფარეს წინა ხელისუფლებასო - ასე იტყოდნენ.

ძალიან მნიშვნელოვანი თემა იყო ის, რომ დაწყების მომენტიდან, მე ხაზი გავუსვი იმას, რომ გრიფით საიდუმლო რაც არის, იმას ვერ ვილაპარაკებ, რადგან გრიფით საიდუმლო მოხსნილი არ არის. რაც იყო საჯარო, ეს ყველაფერი ისედაც საჯარო იყო და ჩემი ხელმძღვანელობით შეიქმნა სპეციალური ჯგუფი, რომელმაც აუდიო-ვიდეო მასალა დისკებზე გადავიტანეთ, რათა შენახულიყო და პარლამენტის არქივში დევს და მათ ამაზე წვდომა ჰქონდათ, აქედან გამომდინარე, მე მათ მოვუწოდე, რომ ის მასალები, რაც არის, მათ მიიღონ.

მინდა ვთქვა, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში პირველად დავიმსახურე მადლობა იმ თვალსაზრისით, რომ ეს მასალები გამოყენებულიყო მტკიცებულებად, რაზეც სანქციები გაიცა“, - განაცხადა პაატა დავითაიამ.

როგორც მან აღნიშნა, მიმდინარე საქმე კონკრეტული პირების პოლიტიკური პასუხისმგებლობით დასრულდება.

„მე ვფიქრობ, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობით დამთავრდება საქმე, ოღონდ ორ მომენტს გამოვყოფდი - რაც შეეხება ომის მოქმედებას, შევამჩნიე, რომ კომისია ამ კუთხით არ ინტერესდება იმიტომ, რომ გამოძიება მიდის და დამთავრებულია, ბრალი წაყენებულია, ძებნილები არიან. როგორც მივხვდი დღეს, კომისიას აინტერესებს პოლიტიკური კონტექსტი, იგივე ჩემი დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნის და მთავრობის მუშაობის და მოდი ვთქვათ, ამის უფლებამოსილება მათ გააჩნიათ“, - აღნიშნა დავითაიამ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო