ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინაზე თავდასხმაზე - ამ ფონზე, რუსეთზე ზეწოლის შემსუბუქებასა და სანქციების გაუქმებაზე საუბარი ნამდვილად უადგილო და უსარგებლოა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის ქალაქებზე დრონებით განხორციელებულ თავდასხმებს ეხმაურება და აცხადებს, რომ რუსეთზე ზეწოლის შემსუბუქებასა და სანქციების გაუქმებაზე საუბარი უადგილო და უსარგებლოა.

"ჩვეულებრივი უკრაინული ქალაქები: ხარკოვი, სუმი, დნეპრი. ჩვეულებრივი ცხოვრება და რუსული დარტყმები, რომელიც არასდროს უნდა ხდებოდეს. უკრაინაში ყოველდღიურად ხდება ფართომასშტაბიანი თავდასხმები თავდასხმის დრონებით, რომელთა უმეტესობა "შაჰედებია". სწორედ ირანმა ასწავლა რუსეთს ასეთი თავდასხმის დრონების წარმოება", - წერს ზელენსკი „ტელეგრამზე“.

მისი თქმით, რუსეთმა მხოლოდ ხარკოვზე ათზე მეტი შეტევა განახორციელა. თავდასხმის შედეგად დაზიანდა სახლები და დაშავდა ხალხი.

„არცერთმა ქვეყანამ არ უნდა გაიაროს ეს. ამ ფონზე, რუსეთზე ზეწოლის შემსუბუქებაზე, სანქციების გაუქმებასა და მსგავს რამეზე საუბარი ნამდვილად უადგილო და უსარგებლოა. რუსეთი ყოველდღე კლავს და ახანგრძლივებს ამ ომს. უპირობო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ამერიკის წინადადება უკვე ნახევარი თვეა მაგიდაზეა“, - განაცხადა ზელენსკიმ და დასძინა, რომ ხალხის სიცოცხლის გადასარჩენად და დიპლომატიის "უფრო სწრაფად და სრულად" მუშაობისთვის საჭიროა რუსეთზე ზეწოლა.

"რუსეთზე ზეწოლის გარეშე შედეგი არ იქნება", - განაცხადა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, რუსებმა წუხელ ხარკოვს, სუმსა, დნეპრს დრონებით შეუტიეს, დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი სახლები, დაშავდნენ ადამიანები.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს