კანადის პრემიერი აშშ-ში იმპორტირებულ ავტომობილებზე ტარიფების დაწესებაზე - ეს არის პირდაპირი თავდასხმა, ჩვენ ამას მალე ვუპასუხებთ

კანადა მალე უპასუხებს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ იმპორტირებულ ავტომობილებზე გამოცხადებულ ახალ ტარიფებს, - ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ განაცხადა.

მისი თქმით ტრამპის ნაბიჯი „პირდაპირი თავდასხმაა“. ის დღეს მინისტრთა კაბინეტის სხდომის მოწვევას გეგმავს, რათა რეაგირებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღონ.

”ჩვენ დავიცავთ ჩვენს მუშახელს, ჩვენ დავიცავთ ჩვენს კომპანიებს, ჩვენ დავიცავთ ჩვენს ქვეყანას და დავიცავთ მას ერთად”, - აღნიშნა კარნიმ.

კითხვაზე, როდის მოახდენს კანადა რეაგირებას, პრემიერმა უპასუხა: "ეს მალე მოხდება. ჩვენ გვაქვს ვარიანტები. შესაძლოა, დავაწესოთ საპასუხო ტარიფები“.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აშშ-ში იმპორტირებულ ავტომობილებსა და ავტომობილების ნაწილებზე 25%-იანი ტარიფების დაწესება გამოაცხადა. ტრამპის თქმით, ახალი ტარიფები ძალაში 2 აპრილს შევა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს