უკრაინის გენშტაბი - „ენგელსის“ აეროდრომზე განხორციელებული დარტყმის შედეგად რუსებმა ასამდე ფრთოსანი რაკეტა დაკარგეს

„ენგელსის“ აეროდრომზე უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული დარტყმის შედეგად რუსებმა საჰაერო ბაზირების 96 ფრთოსანი რაკეტა დაკარგეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს. მათი განმარტებით, ეს მოხდა მეორადი დეტონაციის შედეგად.

„აღნიშნული გამანადგურებელი საშუალებები განკუთვნილი იყო მიმდინარე წლის მარტ-აპრილში სამი სარაკეტო დარტყმის განსახორციელებლად“, - აცხადებენ გენშტაბში.

მათივე ინფორმაციით, დარტყმების შედეგად საავიაციო საწვავის შესანახ ობიექტებზე განადგურდა მნიშვნელოვანი რეზერვები, რაც უარყოფითად აისახება რუსების უნარზე, მხარი დაუჭირონ საბრძოლო მოქმედებებს.

ცნობისთვის, უკრაინელებმა რუსების ენგელსის აეროდრომს დრონებით 20 მარტს შეუტიეს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება