სალომე ზურაბიშვილი დღეს შეხვედრებს ესტონეთში გამართავს

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ლიეტუვისა და ლიტვის შემდეგ, ესტონეთს ეწვია, სადაც ესტონეთის სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირებთან მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრები გაიმართება.

ინფორმაციას სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ტალინში დღეს სალომე ზურაბიშვილი ესტონეთ-საქართველოს საპარლამენტო ჯგუფის წევრებს შეხვდება, ხვალ კი დაგეგმილია შეხვედრები ესტონელ კოლეგასთან, ალარ კარისთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, ლაური ჰუსართან, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, მარკო მიჰკელსონთან და კომიტეტის წევრებთან.

სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახურის განმარტებით, ესტონეთში ვიზიტისას საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი შეხვედრებს გამართავს საგარეო საქმეთა მინისტრთან და ანალიტიკოსებთან თავდაცვისა და უსაფრთხოების საერთაშორისო ცენტრში (ICDS), სადაც მას ICDS-ის დირექტორი კრისტი რაიკი უმასპინძლებს. ტალინში დაგეგმილია სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუები საერთაშორისო მედიასთან.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა