ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთს შავ ზღვაში სავაჭრო დერეფანზე კონტროლის ხელში ჩაგდება სურს

შავ ზღვაში სიტუაციას უკრაინა აკონტროლებს. სანაცვლოდ, რუსეთი სავაჭრო დერეფანზე კონტროლის ხელში ჩაგდებას ცდილობს, - უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Eurovision News-თან ინტერვიუში განაცხადა.

„დიდი ხანია არ აკონტროლებენ შავ ზღვაში დერეფანს. ჩვენ ამისთვის ვიბრძვით, რადგან ეს არის ომის დამთავრებისკენ გადადგმული ნაბიჯი. ჩვენ ვაკონტროლებთ სიტუაციას შავ ზღვაში“, აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი მტკიცებით, რუსეთის ფედერაცია ცდილობს ხელში ჩაიგდოს კონტროლი სურსათის დერეფანზე, თუმცა უკრაინა ამას არ დაუშვებს.

„ჩვენ ზოგადად მზად ვიყავით ცეცხლის სრული შეწყვეტისთვის. მათ მხოლოდ სურსათის დერეფნის კონტროლი სურთ, არ გამოუვათ, ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს