ანა დოლიძე - „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მიზანი პოლიტიკური ანგარიშსწორებაა - სპექტაკლია თეას ფანჩატურში

კოალიცია „ხალხისთვის - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ანა დოლიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიზანია პოლიტიკური ანგარიშსწორება და ისეთი ანგარიშის მომზადება, რომელიც რუსეთისთვის სასიამოვნო იქნება.

მისივე შეფასებით, იმ მოსამართლეებმა, რომლებმაც „უკანონო განაჩენები ხარძიანის, ლეონიძის საქმეზე გამოიტანეს, „ქართული ოცნების“ პირობებში არა თუ დაისაჯნენ, არამედ დაწინაურდნენ“.

„პირველ რიგში, ძალიან ვწუხვარ, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემების ნაცვლად, იმ სპექტაკლზე მიწევს კომენტირება, რომელსაც თეა წულუკიანი ე.წ. კომისიაში - თეას ფანჩატურში მართავს. ეს კომისია საერთოდ არ არის კავშირში სამართლიანობასთან, სამართალთან ან დაზარალებულის უფლებების აღდგენასთან. კომისია არის პოლიტიკური ანგარიშსწორების ინსტრუმენტი, რომლის ამოცანაა მოამზადოს ისეთი თხრობა, მათ შორის აგვისტოს ომის შესახებ, რომელიც რუსეთს და რუსეთის ხელისუფლებას ესიამოვნება. ჩვენ სოლიდარული ვართ, ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომელიც დაზარალდა წინა და ამ ხელისუფლების დროს და ვფიქრობთ, რომ ყველა ადამიანმა საქართველოში სამართალი უნდა იპოვოს...

ყველა ის საქმე, რომელიც აქამდე კომისიის წინაშე წარდგა და რომელიც მომავალში წარდგება, პირდაპირ დაკავშირებულია მოსამართლეთა „კლანთან“, რომელიც „ქართული ოცნების“ პირობებში ადამიანის უფლებების შელახვას აგრძელებს და რომელთაც 53 პოლიტპატიმარი ტყვედ ჰყავს აყვანილი. იმ ადამიანებმა, რომლებმაც უკანონო განაჩენები ხარძიანის, ლეონიძის საქმეზე გამოიტანეს, „ქართული ოცნების“ პირობებში არა თუ დაისაჯნენ, არამედ დაწინაურდნენ. ისინი არიან პრივილეგირებულ მოსამართლეთა სიაში და დღეს პოლიტიკურ მართლმსაჯულებას განაგრძობენ.

ყველანაირი საუბარი იმაზე, რომ ეს კომისია დაკავშირებულია სამართალთან და მართლმსაჯულებასთან აბსურდია. ამ კომისიას ორი ამოცანა აქვს - პოლიტიკური ანგარიშსწორება და ისეთი ანგარიშის შედგენა, რომელიც სასიამოვნო იქნება რუსეთთან მიმართებაში.

ჩვენთვის აბსოლუტურად უმნიშვნელოა ის მუქარა, რომელიც თეას კომისიიდან მოდის იმიტომ, რომ კომისიაც და პარლამენტიც სრულიად ბუტაფორიულია და არალეგიტიმური“, - განაცხადა დოლიძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია