სასამართლოში კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმეზე სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც ბრალდებული ბექა ჯაიანი არ ესწრება

თბილისის საქალაქო სასამართლოში ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულ ბექა ჯაიანის სასამართლო პროცესი მისი მონაწილეობის გარეშე მიმდინარეობს.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს, რის შემდეგაც, მხარეები რეპლიკებით ისარგებლებენ. პროცედურულად, დღეს ბექა ჯაიანს საბოლოო სიტყვა უნდა ეთქვა, თუმცა, ის სასამართლო პროცესს არ ესწრება.

როგორც პენიტენციური დაწესებულებიდან წარმოდგენილ ოქმში იყო მითითებული, ბრალდებული სხდომაზე გამოცხადებაზე უარს აცხადებდა.

შემდეგ სასამართლო პროცესზე მოსამართლე განაჩენს გამოაცხადებს.

ცნობისთვის, 37 წლის ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერის ნიშნით განზრახ მკვლელობაში ბრალდებული 26 წლის ბექა ჯაიანი ქუთაისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

ჯაიანს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით და და 126-ე მუხლის პირველი სეკუნდა ნაწილებით წარედგინა,

რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას და გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით სისტემატურ ცემას გულისხმობს.

აღნიშნული ქმედება 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება