თურქეთში, სათხილამურო კურორტზე, სასტუმროში გაჩენილ ხანძარს ორი ადამიანი ემსხვერპლა

თურქეთში, სათხილამურო კურორტ ულუდაღში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, არიან დაშავებულებიც, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

აღსანიშნავია, რომ სასტუმრო, რომელშიც ხანძარი გაჩნდა, ტურისტული ბიზნესის სერტიფიკატის არ ქონის გამო იანვარში დახურეს.

ხანძრის დროს სასტუმროში 12 ადამიანი იმყოფებოდა - დაწესებულების და სათხილამურო კურორტის თანამშრომლები.

თურქეთის სათხილამურო და სნოუბორდის მასწავლებელთა ასოციაციის პრეზიდენტი, იაჰია უსტა, მისი მეუღლე და მათი ვაჟი, მოთხილამურე ბერკინ უსტა უგონო მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს. თურქული მედიის ცნობით, მამა-შვილი დაიღუპა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს