ანზორ კვარაცხელია, რომელსაც პოლიციელების მისამართით ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავებიან, კვლავ პატიმრობაში რჩება

პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ანზორ კვარაცხელია, რომელსაც პოლიციელების მისამართით ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავებიან, კვლავ პატიმრობაში რჩება.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ჯვებე ნაჭყებიამ მიიღო.

დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის 2 მოწმე - სახანძრო ექსპერტი და დეტექტივი დაკითხეს.

ექსპერტ კობა ანდრიაძის ინფორმაციით, მან კომპლექსური ექსპერტიზა ჩაუტარა მინის ბოთლს და მასში არსებულ სითხეს.

მისი განმარტებით, დადგინდა, რომ ეს ცეცხლგამჩენი ნივთიერება ე.წ მოლოტოვის კოქტეილი იყო და ის კუსტარულად იყო დამზადებული.

რაც შეეხება დეტექტივს, ალექსანდრე სონიძის ჩვენებით, მან ანზორ კვარაცხელია ფოტო კადრიდან ამოიცნო, ვინაიდან ის წარსულში მეტროს ტერიტორიაზე გადამოწმების მიზნით ჰყავდა შეჩერებული.

ამასთან, დღევანდელ პროცესზე კვარაცხელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა და ძალაში დარჩა.

ბრალდების მხარე კვარაცხელიას მიმართ გამოყენებული პატიმრობის ისევ ძალაში დატოვებას, ადვოკატი კი, მის გაუქმებას ითხოვდა.

ცნობისთვის, ანზორ კვარაცხელია მიმდინარე აქციების ფარგლებში დაწყებული გამოძიების მიმდინარეობისას სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დააკავეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება