მარკო რუბიო - აშშ შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რუსეთის პირობებს შეისწავლის

აშშ შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რუსეთის პირობებს შეისწავლის, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.

„საუდის არაბეთში ჩვენი შეხვედრის შემდეგ რუსებმა მთელი რიგი პირობები ჩამოთვალეს, რომელთა შესრულება სურთ, ამიტომ ჩვენ მათ შესწავლას ვაპირებთ“, - განაცხადა მარკო რუბიომ.

მისი თქმით, რუსეთის ზოგიერთი მოთხოვნა ევროკავშირის მიერ სანქციების მოხსნას ეხება.

„ამერიკელი ოფიციალური პირები იმუშავებენ, რათა უკეთ გავიგოთ რუსეთის პოზიცია და ის, თუ რას ითხოვენ სანაცვლოდ, შემდეგ კი ამას პრეზიდენტს წარვუდგენთ და შემდეგი ნაბიჯის შესახებ გადაწყვეტილებას მივიღებთ“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

შეგახსენებთ, თეთრმა სახლმა საუდის არაბეთში 23-25 მარტს რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ინდივიდუალური განცხადებები გამოაქვეყნა. ორივე განცხადებაში აღნიშნულია, რომ უკრაინა და რუსეთი აშშ-სთან შეთანხმდნენ „შავ ზღვაში უსაფრთხო ნავიგაციის უზრუნველყოფაზე, ძალის არგამოყენებასა და სამხედრო მიზნებისთვის კომერციული გემების გამოყენების აღკვეთაზე“.

მოგვიანებით, საუდის არაბეთში აშშ-ის დელეგაციასთან გამართული შეხვედრის შედეგების შესახებ საკუთარი განცხადება კრემლმაც გამოაქვეყნა და შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტამდე სანქციების ნაწილის მოხსნა მოითხოვა, მათ შორის, სასანქციო შეზღუდვების მოხსნა „როსსელხოზბანკის“ და სხვა საფინანსო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ჩართულები არიან სურსათით საერთაშორისო სავაჭრო ოპერაციების უზრუნველყოფაში; სავაჭრო დაფინანსების ოპერაციების განხორციელებაზე შეზღუდვების მოხსნა; სასანქციო შეზღუდვების მოხსნა პორტებში გემების მომსახურებასა და რუსეთის დროშის ქვეშ მყოფ გემებზე, რომლებიც ჩართულნი არიან სურსათით ვაჭრობაში; შეზღუდვების მოხსნა რუსეთის ფედერაციაში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მიწოდებაზე, ასევე სხვა საქონლის, რომელიც სურსათის წარმოებაში გამოიყენება.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი