„სელფი მობაილი“ Young Lions Georgia-ს მხარდამჭერია

„სელფი მობაილი“, ქართული მობილური ოპერატორი, რომელიც საქართველოს მასშტაბით 1.3 მლნ მომხმარებელს ემსახურება, ქვეყანაში განათლებისა და ინოვაციის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, კანის ლომების ადგილობრივი ახალგაზრდული კონკურსის, DIGITAL კატეგორიის მხარდამჭერია. ამის შესახებ ინფორმაციას „სელფი მობაილი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, წელს შესარჩევი კონკურსი იმართება 27-30 მარტს თბილისში და მონაწილეები ასპარეზობენ შემდეგ კატეგორიებში: პრინტი, მარკეტერი, ფილმი, დიზაინი, დიჯიტალი და პიარი. კატეგორიებში გამარჯვებული გუნდები ივნისში გაემგზავრებიან კანის საერთაშორისო ფესტივალზე საასპარეზოდ.

„ყოველწლიურად ვხედავთ, როგორ იზრდება კონკურსანტების პროფესიონალიზმი და რამდენად უფრო თამამი და გამორჩეული ხდება მათი იდეები. წელსაც ველოდებით ინოვაციურ და ტექნოლოგიურად საინტერესო ნამუშევრებს, რომლებიც ციფრული კომუნიკაციის ახალ საზღვრებს განსაზღვრავენ. გვჯერა, რომ ისევე როგორც წინა წლებში, Young Lions Georgia წელსაც გვაჩვენებს ახალგაზრდა ტალანტების პოტენციალს და გახდება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოს კრეატიული ინდუსტრიის საერთაშორისო წარმატებისთვის“,- აცხადებენ „სელფი მობაილში“.

„სელფი მობაილის“ ინფორმაციით, „კანის ლომების“ ახალგაზრდული ფესტივალის ადგილობრივი კონკურსი საქართველოში 2016 წლიდან ტარდება.

„ ფესტივალი ფასდაუდებელ როლს ასრულებს ქართული კრეატიული ინდუსტრიის განვითარებასა და ქვეყნის კრეატიული ეკოსისტემის ინტეგრაციაში მსოფლიო კრეატიულ ინდუსტრიაში. ფესტივალი უნიკალური შესაძლებლობაა ახალგაზრდებისთვის, იასპარეზონ საერთაშორისო დონეზე და წარადგინონ ქვეყანა კანის ლომების გლობალურ სცენაზე“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს