კახა კალაძის განცხადებით, „MEGOBARI აქტს“ ქართველ ხალხთან და ხალხის ინტერესთან არანაირი კავშირი არ აქვს

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, „MEGOBARI აქტს“ ქართველ ხალხთან და ხალხის ინტერესთან არანაირი კავშირი არ აქვს.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და მის გუნდს გულშემატკივრობს, რომ მათ „დიფ სთეითი“ დაამარცხონ.

„ამ რეზოლუციას [MEGOBARI აქტი] ხალხთან და ხალხის ინტერესთან არანაირი კავშირი არ აქვს. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“. თქვენ და სამწუხაროდ და ქართველი საზოგადოების უმრავლესობის საბედნიეროდ, თქვენ უმცირესობაში ხართ. აგენტურა და მოღალატეები უმრავლესობაში ვერასდროს იქნებით. ყოველთვის იქნებით იქ, სადაც იმყოფებით და კიდევ უფრო ქვემოთ. მე როგორც დედაქალაქის მერს და ამ ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანს, რა თქმა უნდა, არ მსიამოვნებს, რომ ჩემი ქვეყნის თუნდაც ერთი მოქალაქე იყოს იმ მდგომარეობაში, რაშიც თქვენ იმყოფებით, ვგულისხმობ რადიკალებს. თქვენც [ჟურნალისტი] იმ რადიკალური დაჯგუფების ერთ-ერთი წარმომადგენელი ხართ, რომელიც მათ განცხადებებს აშუქებთ, რომელიც დაფუძნებულია სიცრუეზე და ტყუილზე. თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებიც ქვეყანაში აღვივებთ პოლარიზაციას, დაპირისპირებას და ა.შ. შესაბამისად, ქართველ ხალთან იმ განცხადებებსაც არანაირი კავშირი არ აქვს. ეს არის „დიფ სთეითის“ ზრახვები. მათ არ მოეწონათ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ქართველი ხალხის გადაწყვეტილება და ვერ წარმოუდგენიათ, რა უნდა გააკეთონ და ყველანაირი მეთოდებით, სიბინძურით, ტყუილითა და არასამართლიანი დამოკიდებულებით ებრძვიან ჩვენს ქვეყანას, მაგრამ საქართველო და ქართველი ხალხი, ყოველთვის გამარჯვებული იქნება, რადგან სიმართლე ჩვენს მხარესაა“, - განაცხადა კალაძემ.

კალაძის თქმით, თუ დონალდ ტრამპი „დიფ სთეითთან“ ბრძოლას ვერ მოახერხებს, ძალიან ცუდი იქნება, თუმცა „ქართული ოცნება“ გააგრძელებს ქვეყნის დაცვას და არავის მიეცემა იმის შესაძლებლობა, რომ საქართველოს ინტერესები თავიანთი ინტერესებისთვის გამოიყენონ.

„ჩვენ პრეზიდენტ ტრამპს და მის გუნდს ვგულშემატკივრობთ, რომ ის შეძლებს და მოახერხებს [„დიფ სთეითის“ დამარცხებას]. თუ ვერ მოახერხებს, ძალიან ცუდი, ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს დაცვას და არავის მიეცემა იმის შესაძლებლობა, რომ საქართველოს ინტერესები თავიანთი ინტერესებისთვის გამოიყენონ. ჩვენ რომ მაშინ ისე არ დავმდგარიყავით, როგორც საჭირო იყო და როგორც ჩვენს ქვეყანას სჭირდებოდა, უკრაინაზე უბედურ მდგომარეობაში ვიქნებით“, - განაცხადა კალაძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია