„თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის“ ინფორმაციით, სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მათი საჩივარი და ფონდზე ყადაღა კვლავ ძალაში დატოვა

„თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის“ ინფორმაციით, სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მათი საჩივარი და ფონდზე ყადაღა კვლავ ძალაში დატოვა. როგორც „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლში“ განმარტავენ, ძალაში რჩება ყადაღა მათ შორის იმ ანგარიშებზე, რომლითაც „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“ მიმდინარე პროექტებს ახორციელებდა.

„თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ჩვენი ადვოკატების საჩივარი და ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს 14 მარტის გადაწყვეტილება.

ძალაში რჩება ყადაღა ორგანიზაციის ყველა ანგარიშზე, მათ შორის ანგარიშებზე, რომლითაც თბილისის სახლი მიმდინარე პროექტებს ახორციელებდა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს პროკურატურამ სასამართლოს განჩინების საფუძველზე საქართველოში არსებულ ყველა საბანკო დაწესებულებაში განახორციელა „ნანუკას ფონდის“ , „ფროსფერითის“, „ფონდი ერთმანეთისთვის 24/7“-ის, „სირცხვილიას“ და „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის“ საბანკო ანგარიშების და მათზე არსებული ფულადი სახსრების დაყადაღება. პროკურატურის ცნობით, აღნიშნული ფონდები მიღებული ფინანსური რესურსების ძირითად ნაწილს წარმართავდნენ კანონსაწინააღმდეგო და დანაშაულებრივი ქმედების ჩამდენი პირების წახალისებისთვის, ისევე როგორც ამ დანაშაულების ჩასადენად საჭირო ინვენტარის და საშუალებების შეძენისთვის. ამასთან, პროკურატურაში აღნიშნავენ, რომ ფონდები შეგროვებული ფინანსების ძირითად ნაწილს ახმარენ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ფაქტზე ბრალდებულ პირთა და მათი ოჯახის წევრთა ფინანსურ უზრუნველყოფას.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება