ირაკლი ჩომახაშვილი - არავის ჰქონდეს განცდა, რომ საბა სხვიტარიძის საქმე ეროვნულ დონეზე დასრულდება და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში არ წავა - გავა წლები და ყველა პირი უმკაცრეს პასუხისგებაში მიეცემა

არავის ჰქონდეს იმის განცდა, რომ საბა სხვიტარიძის საქმე ეროვნულ დონეზე დასრულდება და არ წავა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში - თუ აქ სამართალს ვერ მივაღწევთ, გავა წლები, ჩამოვა იქაური გადაწყვეტილებაც და ყველა ის პირი, რომელმაც საბა სხვიტარიძის მიმართ არაადამიანური მოპყრობა განახორციელა, უმკაცრეს პასუხისგებაში მიეცემა,- ამის შესახებ პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ საბა სხვიტარიძის ადვოკატმა ირაკლი ჩომახაშვილმა სასამართლო სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

ადვოკატ ირაკლი ჩომახაშვილის განცხადებით, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე მოწმე პოლიციელს წარადგენს, რომელმაც, დაცვის მხარის მტკიცებით, საბა სხვიტარიძის ძალადობრივი დაკავება დააორგანიზა და რომელიც დაზარალებული პოლიციელის - მირიან ქავთარაძის - უშუალო დაქვემდებარებაში იმყოფება.

„დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე მოწმე პოლიციელ - მიხეილ სუჯაშვილს წარადგენს, რომელიც ამ საქმეში ორმაგად მნიშვნელოვანია. მან საბა სხვიტარიძის ძალადობრივი დაკავება დააორგანიზა, ასევე სუჯაშვილი იჯდა იმ ავტომობილში, სადაც საბას განცხადებით, მას გაუპატიურებით დაემუქრნენ და მის წინააღმდეგ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა მიმდინარეობდა. ასევე სუჯაშვილი არის დაზარალებული პოლიციელის მირიან ქავთარაძის პირად დაქვემდებარებაში. შესაბამისად ეს საკითხი იქნება მნიშვნელოვანი, რადგან ის სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაკითხა და მისი ჩვენება ჩვენ გვაქვს. აღნიშნული მოწმე ასევე სხვა პოლიციელებთან ერთად მშვიდობიან მოქალაქეებზე თავდასხმას ახორციელებდა.

არავის ჰქონდეს იმის განცდა, რომ საბა სხვიტარიძის საქმე ეროვნულ დონეზე დასრულდება და არ წავა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. თუ აქ სამართალს ვერ მივაღწევთ, გავა წლები, ჩამოვა იქაური გადაწყვეტილებაც, ქვეყანა კონსტიტუციურ ფარგლებში დაბრუნდება და ყველა ის პირი, რომელმაც საბა სხვიტარიძის მიმართ არაადამიანური მოპყრობა განახორციელა, უმკაცრეს პასუხისგებაში მიეცემა“,- განაცხადა ირაკლი ჩომახაშვილმა.

ცნობისთვის, საბა სხვიტარიძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით გულისხმობს.

სახელმწიფო ბრალდების განმარტებით, სხვიტარიძის ქმედების შედეგად სამართალდამცავმა ფიზიკური დაზიანება მიიღო, კერძოდ კი, მას თავი ჰქონდა გატეხილი.

აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება