წითელ ზღვაში, ტურისტული წყალქვეშა ნავის ჩაძირვის შედეგად, ექვსი ადამიანი დაიღუპა

ეგვიპტის წითელი ზღვის საკურორტო ქალაქ ჰურგადასთან ტურისტული წყალქვეშა ნავი ჩაიძირა, რასაც, 6 ადამიანი ემსხვერპლა, - ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივ გუბერნატორზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, გუბერნატორს დაღუპული პირების ეროვნება არ დაუდასტურებია.

ჰურგადაში რუსეთის საკონსულოში აცხადებენ, რომ წყალქვეშა ნავში, SINDBAD-ში, ეკიპაჟის წევრების გარდა, 45 რუსი ტურისტი იმყოფებოდა.

„პირველადი მონაცემებით, ბორტზე მყოფთა უმეტესობა გადაარჩინეს და გადაიყვანეს ჰურგადაში მდებარე სასტუმროებსა და საავადმყოფოებში“, - აცხადებენ საკონსულოში.

მათივე ინფორმაციით, რამდენიმე ტურისტის ბედს ამ დრომდე არკვევენ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება