დავით ნარმანია პარლამენტში ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ მოხსენებით წარდგა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანია საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციისა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მოხსენებით წარდგა. ამის შესახებ ინფორმაციას სემეკ-ი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სემეკ-ის თავმჯდომარემ ისაუბრა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მომხმარებელთა ინტერესებისა და „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების საკითხზე.

„დავით ნარმანიამ კომიტეტების წევრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით არსებული სამართლებრივი ჩარჩოს, მომხმარებელთა საჩივრების კლასიფიკაციის, მოწყვლადი მომხმარებლის დაცვის მექანიზმებისა და მომსახურების ხარისხის სტანდარტების შესახებ.

საქართველოს პარლამენტის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე სხვადასხვა სექტორში მომხმარებლის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ 5 მარეგულირებელი უწყების მოსმენა გაიმართა. მოხსენებით წარდგნენ სემეკ-ის, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, ეროვნული ბანკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისა და კომუნიკაციების კომისიის ხელმძღვანელი პირები”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება