საბა სხვიტარიძე, რომელსაც პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან, კვლავ პატიმრობაში რჩება

"კოალიცია ცვლილებისთვის" წევრი, პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული საბა სხვიტარიძე კვლავ პატიმრობაში რჩება.

ეს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ჯვებე ნაჭყებიამ მიიღო.

დღევანდელ სხდომაზე საქმეში დაზარალებულის სტატუსის მქონე პოლიციელის, თბილისის მთავარი სამმართველოს ერთ-ერთი სამმართველოს უფროსის, მირიან ქავთარაძის მოადგილე, მიხეილ სუჯაშვილი დაიკითხა.

ასევე, გადაისინჯა საბა სხვიტარიძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა და ძალაში დარჩა. სახელმწიფო ბრალდება სხვიტარიძის კვლავ პატიმრობაში დატოვებას ითხოვდა, ადვოკატები კი მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვდნენ.

ცნობისთვის, საბა სხვიტარიძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით გულისხმობს.

სახელმწიფო ბრალდების განმარტებით, სხვიტარიძის ქმედების შედეგად სამართალდამცავმა, თბილისის მთავარი სამმართველოს ერთ-ერთი სამმართველოს უფროსმა, მირიან ქავთარაძემ ფიზიკური დაზიანება მიიღო, კერძოდ კი, მას თავი ჰქონდა გატეხილი.

აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამასთან, საქმეში დაზარალებულის სტატუსი აქვს საბა სხვიტარიძეს. ის სამართალდამცავების მხრიდან დაკავების შემდეგ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის რამდენიმე ეტაპზე საუბრობს.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!