ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი უკრაინელ კოლეგებთან  ძალების განლაგებასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ

დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი უკრაინელ კოლეგებთან სამხედრო კონტინგენტთან დაკავშირებულ საჭიროებებს განიხილავენ. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა “მსურველთა კოალიციის” შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, შტატების ხელმძღვანელები შეკრებენ გუნდს, რომელიც უკრაინელ კოლეგებს შეხვდება.

“ეს არის ფრანგულ-ბრიტანული შემოთავაზება ამ მხარდამჭერ ძალებთან [კონტინგენტთან] დაკავშირებით. ის მიღებულ იქნა უკრაინის მიერ...

როგორ მოვემზადებით ამისთვის? შტაბების ბრიტანელი და ფრანგი ხელმძღვანელები შეკრებენ გუნდს, რომელიც უკრაინელ კოლეგებს შეხვდება. უკრაინელები გვეტყვიან, თუ რა არის მათი საჭიროებები”, - განაცხადა მაკრონმა.

მან აღნიშნა, რომ გუშინ, 26 მარტს, მას “ძალიან კარგი დისკუსია” ჰქონდა ამ საკითხზე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და “უკრაინამ ზუსტად იცის რა სჭირდებათ”.

“ამიტომ ეს სამხედრო დისკუსიები საშუალებას მოგვცემს, დავადგინოთ ადგილები, სამხედროების რაოდენობა, რათა ამან ნდობა გამოიწვიოს და შესაძლებლობები. ამიტომ არაფერი არაა გამორიცხული”, - განაცხადა მაკრონმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს