„საქართველოს რკინიგზა“ ხაშურში მემანქანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

„საქართველოს რკინიგზა“ ხაშურის რკინიგზის მემანქანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

მათი ცნობით, ზვიად დევაძემ დაასრულა კონკრეტული სამუშაოები და ემზადებოდა ძირითად სამუშაო ადგილას - ბორჯომის რეგიონში დასაბრუნებლად, რა დროსაც იგი შეუძლოდ გახდა და გონება დაკარგა.

„საქართველოს რკინიგზა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს კომპანიის ინფრასტრუქტურის ფილიალის სალიანდაგო სამმართველოს, ბორჯომის რეგიონის, სახელოსნოს დრეზინის მძღოლის - ზვიად დევაძის გარდაცვალების გამო. გაცნობებთ, რომ 27 მარტს აღნიშნული პირი თანაშემწესთან ერთად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიზნით, იმყოფებოდა ხაშურის სალიანდაგო სამმართველოს ტერიტორიაზე.

მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ზვიად დევაძემ დაასრულა კონკრეტული სამუშაოები და ემზადებოდა ძირითად სამუშაო ადგილას - ბორჯომის რეგიონში დასაბრუნებლად, რა დროსაც იგი გახდა შეუძლოდ და დაკარგა გონება. საქართველოს რკინიგზის თანამშრომლებმა მოახდინეს მყისიერი რეაგირება, გამოიძახეს სამედიცინო პერსონალი და აცნობეს სამართალდამცავ ორგანოებს. საქართველოს რკინიგზა თანაგრძნობას უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება