ვოლოდიმირ ზელენსკი - პუტინს ევროპისა და ამერიკის გაყოფა სურს

პუტინს ევროპისა და ამერიკის გაყოფა სურს, კრემლის მთელი მანქანა ამაზე პირველი წელი არაა რაც მუშაობს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ “მსურველთა კოალიციის” შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

“მას ევროპისა და ამერიკის გაყოფა სურს, თავად პუტინს უნდა ეს. კრემლის, მისი მთელი მანქანა ამაზე პირველი წელი არაა რაც მუშაობს - ევროპის დაყოფასა და დასუსტებაზე, ევროკავშირის დასუსტებაზე, აშშ-ის დასუსტებაზე, თავად აშშ-ის დაყოფაზე უკრაინის დახმარების ან არდახმარების საკითხზე. ამიტომ ეს მისი სურვილია.

ჩვენ გვსურს, ამერიკა უფრო ძლიერი იყოს. ვეთანხმები ემანუელს [მაკრონს], რომ ჩვენ ყველას გვჭირდება, ეს სურვილის საკითხი არ არის, არამედ ყველას გვჭირდება, რომ ამერიკა რუსეთთან მიმართებაში უფრო ძლიერი იყოს. ძალიან გვინდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი კრემლის მმართველთან მიმართებაში უფრო ძლიერი იყოს, და ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანია”,-განაცხადა ზელენსკიმ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ჯერჯერობით ის არ გეგმავს აშშ-ში ჩასვლას, ვინაიდან, ასეთი საკითხი არ არის დღის წესრიგში და, ამას გარდა, იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმების პირობები მუდმივად იცვლება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს