ლევან ცუცქირიძე - „MEGOBARI აქტი” მნიშვნელოვან ზეგავლენას მოახდენს ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკის ფორმირებაზე

„MEGOBARI აქტი” მნიშვნელოვან ზეგავლენას მოახდენს ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკის ფორმირებაზე, - ამის შესახებ პარტია „თავისუფლების მოედნის“ თავმჯდომარე ლევან ცუცქირიძემ განაცხადა.

ლევან ცუცქირიძის მოსაზრებით, „MEGOBARI აქტი” ხელს შეუწყობს აშშ-ის უფრო თანმიმდევრული პოლიტიკის გატარებას საქართველოში.

“ძალიან მნიშვნელოვანია „MEGOBARI აქტი” , რადგან ის მნიშვნელოვან ზეგავლენას მოახდენს ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკის ფორმირებაზე. კონგრესი ძალიან მნიშვნელოვანი ძალის მქონეა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკაში.

„MEGOBARI აქტი” ხელს შეუწყობს ამერიკის უფრო თანმიმდევრული პოლიტიკის გატარებას საქართველოში. დიდი იმედი მაქვს, რომ ის ძალიან ეფექტური მექანიზმი აღმოჩნდება თავისუფლებისთვის ბრძოლაში”, - განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება