უკრაინის გენშტაბი - მოსკოვი ცინიკურად ცრუობს მშვიდობისკენ სწრაფვის შესახებ,  აგრძელებს მიზანმიმართულ თავდასხმას სამოქალაქო ობიექტებზე

რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ პოლტავაში სამოქალაქო ინფრასტრუქტურას მიზანმიმართულად შეუტიეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებაშია აღნიშნული.

"რუსი სამხედროები აგრძელებენ უკრაინის მშვიდობიანი, სამოქალაქო მოსახლეობის ტერორს. რუსმა დამპყრობლებმა კიდევ ერთი სამხედრო დანაშაული ჩაიდინეს - Shahed-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით, მასიურად დაესხნენ პოლტავას. მათ მიზანმიმართულად დაარტყეს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, საცხოვრებელი შენობებსა და ნავთობისა და გაზის ინდუსტრიის საწარმოების ადმინისტრაციულ შენობებს“, - აცხადებენ გენშტაბში.

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ მოსკოვი ცინიკურად ცრუობს მშვიდობისკენ სწრაფვის შესახებ, აგრძელებს მიზანმიმართულ თავდასხმას სამოქალაქო ობიექტებზე და საფრთხეს უქმნის უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობას.

„ოკუპანტები უკრაინის ტერიტორიაზე ყოველდღიურად სჩადიან სამხედრო დანაშაულებს. მათ არ აქვთ ხანდაზმულობის ვადა. ისინი აღირიცხება, დოკუმენტირება ხდება და გადაეცემა შესაბამის საერთაშორისო ინსტიტუტებს. სასჯელი გარდაუვალია“, - აცხადებენ უკრაინის გენერალურ შტაბში.

ცნობისთვის, რუსებმა პოლტავას შეუტიეს, რის შედეგადაც დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და ქალაქის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება