ირანმა ახალი ბირთვული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის წინადადებას უპასუხა

ირანმა უპასუხა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წერილს ქვეყნის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეისადმი, რომელშიც ახალ ბირთვულ შეთანხმებაზე მოლაპარაკებებია შეთავაზებული, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ განაცხადა.

ინფორმაციას CNN-ი ირანულ საინფორმაციო სააგენტო IRNA-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ოფიციალური პასუხი მოიცავს წერილს, სადაც ჩვენი შეხედულებები სტატუს-კვოსა და ბატონი ტრამპის წერილთან დაკავშირებით სრულად არის ჩამოყალიბებული და გადაცემულია მეორე მხარისთვის“, - განაცხადა არაღჩიმ და დასძინა, რომ წერილი ომანის საშუალებით გაიგზავნა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა გაიმეორა ირანის პოზიცია, რომ არ აპირებენ პირდაპირ მოლაპარაკებებს, სანამ ქვეყანა სამხედრო საფრთხეებს და ზეწოლას ექვემდებარება და რომ მხოლოდ ირიბი მოლაპარაკებები შეუძლიათ.

ცნობისთვის, ტრამპის წერილში, რომელიც ირანს არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა გადასცა, აღნიშნულია, რომ ირანს ორთვიანი ვადა აქვს შეთანხმების მისაღწევად.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!