პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის” საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის მეშვიდე სხდომა მიმდინარეობს

საქართველოს პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის” საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის მეშვიდე სხდომა მიმდინარეობს.

ამ წუთებში კომისია გენერალ მამუკა ყურაშვილს უსმენს, რომელიც კომისიის სხდომაზე სამხედრო ფორმით გამოცხადდა.

კომისია დღეს ასევე მოუსმენს კონფლიქტების რეგულირების საკითხებში ყოფილ სახელმწიფო მინისტრ გიორგი ხაინდრავას, 2004-2006 წლებში გიორგი ხაინდრავას მოადგილე გიორგი ვოლსკის და ირაკლი ბათიაშვილს.

რაც შეეხება განხილვის საკითხს, როგორც სხდომის დაწყებამდე კომისიის ერთ-ერთმა წევრმა პაატა სალიამ აღნიშნა, დღეს კომისია მხოლოდ რუსეთ-საქართველოს ომის პერიპეტიებით არ შემოიფარგლება და სხდომაზე საუბარი შეეხება იმ სამშვიდობო პროცესს, რომელიც ომამდე პერიოდში მიმდინარეობდა.

„პირველ რიგში. მოვუსმენთ გენერალ მამუკა ყურაშვილს, რომლის მოსმენაც გუშინ ვერ მოხერხდა, რადგან სხვა პირების მოსმენა გაგვიგრძელდა. კომისიას დავიწყებთ მამუკა ყურაშვილის მოსმენით, შემდგომ უკვე საუბარი იქნება სამშვიდობო პოლიტიკაზე და ამასთან დაკავშირებულ მოვლენებზე ბატონ გოგა ხაინდრავასთან, რომელიც იმ პერიოდში კონფლიქტების რეგულირების სფეროში სახელმწიფო მინისტრი იყო, მის მოადგილესთან გიორგი ვოლსკისთან და ასევე დღეს გამოიკითხება ირაკლი ბათიაშვილი”, - განაცხადა სალიამ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება